"თბილისი არენაზე" გამართული შეხვედრა ზესტაფონელებმა მშვენივრად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 5 ქულითაც გალიდერდნენ. ვითარება არც 2-წუთიანი შესვენების შემდეგ შეიცვალა. მართალია, რუსთაველებმა შედარებით გამოასწორეს თამაში, თუმცა ისე ვერა, რომ თამაშზე კონტროლი დაეწესებინათ. დიდ შესვენებამდე ქვემოქართლელებმა ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულით შეამცირეს,
რუსთაველთა გარდატეხის მთავარი მიზეზი დემარი კინგის შორი სროლები იყო. ამერიკელმა უკანახაზელმა 8 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 36 ქულა დააგროვა და რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მესამე პერიოდი ქვემოქართლელებმა 30:20 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 7 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში მოვლენები ისე განვითარდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. რუსთაველები დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 110:97 (სტატისტიკა).
დემარი კინგის კვალზე რუსთაველებს გამარჯვებაში ჯორდან ჰეენდერსონი შეეშველა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 13 ქულა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა. "მარგვეთში" 29 ქულითა და 8 მოხსნით ტაიშონ კროუფორდი გამოირჩა. მაიკლს მეისის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. ირაკლი სულხანიშვილმა ზესტაფონელებს 13 ქულა შესძინა.
მე-5 ტური დღეს ბათუმში დასრულდება, სადაც სათამაშოდ ტყიბულის "ორბია" ჩასული.
GBF