გურჯაანის "დელტამ" თბილისში "რაშს" 25 ქულით მოუგო

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტურის ბოლოსწინა მატჩი "თბილისი არენაზე" გაიმართა. ახალშექმნილმა კლუბმა "რაშმა" გურჯაანის "დელტას" უმასპინძლა და მიუხედავად შედეგიანი დასაწყისისა, შეხვედრა, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა "რაშმა" სუპერლიგა ხმაურიანი გამარჯვებით რომ დაიწყო, მას შემდეგ თამაში ვეღარ მოიგო. "რაშმა" სადებიუტო მატჩში სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი "რუსთავი" დაამარცხა, თუმცა ძლიერი გუნდის იმიჯი მომდევნო მატჩებში ნაწვნევი წაგებებით შეუსუსტდა.

"რაშმა" დღეს სუპერლიგის ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო. გურჯაანის "დელტა" ამბიციური გუნდია და არათუ სუპერლიგის დებიუტანტთან, ნებისმიერ მეტოქესთან მოგებას გეგმავს. თუმცა თამაში ისე დაიწყო, გურჯაანელებს კარგს არაფერს უქადდა. "რაშმა"
საწყისი ათწუთეული 21:11 მოიგო და გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა. ორწუთიანი შესვენების შემდეგ ვითარება დიამეტრულად შეიცვალა. "დელტას" კალათბურთელებმა გაუვალი დაცვა დააყენეს, შეტევაში კი შორეულ არტილერიას – სამქულიანებს მიმართეს.

გურჯაანელებს საქმე ისე კარგად გამოსდიოდათ, ჩამორჩენა ხომ გააბათილეს, დიდ შესვენებამდე გალიდერდნენ კიდეც. პირველი ნახევარი "დელტამ" 30:18 მოიგო და 15-წუთიან შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 41:39. მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. უფრო ზუსტად, "რაშმა" ვერ მოახერხა თამაშის დალაგება და დარჩენილი პერიოდები ისე დათმო, მთლიანობაში 25-წულიანი მარცხი განიცადა – 67:92 (სტატისტიკა).

გურჯაანის გუნდში საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 22 ქულა და 7 პასი მოაგროვა. ბექა ბექაურმა გურჯაანელებს 12 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. 18 ქულა ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა. რაშის შემადგენლობაში კი 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ვახტანგ გაფრინდაშვილმა დაძლია – 18 ქულა.

სუპერლიგის მე-6 ტური დღეს, რუსთავში დასრულდება. ქვემო ქართლის გუნდი მოქმედ ჩემპიონ თსუ-ს უმასპინძლებს.

GBF.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0