გორის გუნდმა ფანტასტიკური პირველი ნახევარი ჩაატარა. საწყისი პერიოდის 26:15 მოგების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ უფრო უმატეს შედეგიანობას და მეორე ათწუთეულში უპირატესობა 23-ამდე გაზარდეს – 57:34. ქუთაისელები რთული
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე პერიოდი მოიგო და ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა. სტუმრებმა განაგრძეს შედეგიანი თამაში, მაგრამ გორელები იმიტომ იმსახურებდნენ გამარჯვებას, რომ ქუთაისელთა მიძალებას ბოლომდე გაუძლეს. აღსანიშნავია შიდაქართლელთა ამერიკელი ლეგიონერის, კუენტინ ჰარდრიქტის გარჯა, რომელმაც 14 შედეგიანი გადაცემით მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დააფიქსირა. იგი გახდა ბომბარდირიც, 22 ქულა მიითვალა და გორელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თამაში რომ გაგრძელებულიყო, ქუთაისი მოახერხებდა დაწინაურებას, თუმცა რეალურად რა მოხდებოდა, არავინ იცის. თამაშის გადასარჩენად მომართულ ქუთაისელებს საფინალო სირენამ მოუსწრო, რაც დებიუტანტი ივერიონის მეორე გამარჯვების მაუწყებელი იყო.
ჰარდრიკის კვალზე 17-17 ქულით მეთ ნორმანი და რიკარდო ლინჩი გამოირჩნენ. 12 ქულითა და 6 პასით დაასრულა შეხვედრა გივი ბაქრაძემ. ქუთაისში 21 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 21 ქულა ჰქონდა დეტრიკ ბრაუნინგს, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 16 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
ამ გამარჯვებით გორმა ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია, თუმცა 2 მოგებით კავკასიას, რაშს, მარგვეთს და ორბს გაუთანაბრდა.
GBF