დიმიტრი ჯაკობოვისა და გიორგი ჩაჩხიანის გაწვრთნილმა შიდა ქართლის გუნდმა ქვემო ქართლის წარმომადგენელი რუსთავი 103:78 (სტატისტიკა) დაამარცხა. გორელებმა ბოლო პერიოდი 15 ქულით მოიგეს და თავიანთ გამარჯვებას შთამბეჭდავი, 25-ქულიანი სახე მისცეს.
სუპერლიგის დებიუტანტმა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტიტულიანი გუნდი დაამარცხა. გორელებს მიმდინარე სეზონში 3 გამარჯვება აქვთ და ყველა მათგანი შინ, თან სულ რჩეულ, ამბიციურ
თავის მხრივ, რუსთაველებისთვის ეს უმძიმესი მარცხი იყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს ჩავარდნა აქვს – ქვემოქართლელებმა ბოლო 4 მატჩი (თსუ-სთან, გურჯაანთან, ბათუმთან და ივერიონთან) წააგეს და სუპერლიგის სტარტზე ფავორიტად წარმოჩენილებმა ცხრილის ქვედა ეშელონში დაქვეითდნენ.
გორელთა რიგებში შეუჩერებელი იყო გეგი ბაქრაძე, რომელმაც 26 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 22 ქულით, 5 მოხსნით და 9 პასით კვენტინ ჰარდრიქტი გამოირჩა. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 7 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. რუსთაველთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო ლევან ბაბილოძე. 19 ქულა დემარი კინგის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-9 ტური კვირას აჭარაში დასრულდება: ბათუმი გაუ-ს უმასპინლძლებს.
GBF