ილია თოფურიამ ახალ დარბაზში მოსულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საჩემპიონო ქამარი წარუდგინა, რის შემდეგაც სუპერლიგის მე-18 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც "რუსთავმა" გურჯაანის "დელტას" უმასპინძლა. "რუსთავის" გუნდი სუპერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია და ბოლო მატჩებში ზედიზედ განცდილი
წაგებების შემდეგ გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატი გახდა. აქედან გამომდინარე, ამ მატჩის მოგებას მასპინძლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – ერთი მხრივ, სატურნირო და მეორე მხრივ – საზეიმო განწყობის დასაგვირგვინებელი.
ბედის ირონიასავით მოხდა, რომ სწორედ ასეთი პრინციპული მატჩი, რომლის მოგებაც გახსნის საღამოს დაამშვენებდა და ისტორიაშიც ჩაეწერებოდა, რუსთაველებმა დრამატულად წააგეს. თითქმის მოგებული შეხვედრა რუსთაველებს ჯიბიდან გიორგი ტურძილაძემ ამოაცალა, რომელმაც საფინალო სირენის თანხლებით გურჯაანელთა გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
თუმცა, სანამ საქმე გადამწყვეტ ბურთამდე მივიდოდა, რუსთაველებს მოგების რამდენიმე შანსი გაუცუდდათ. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე "რუსთავი" 66:64 იგებდა და შეტევაში იყო. ბურთი აიზია დაშერმა ააცილა და გურჯაანელებმა შეტევა წარმატებით დაასრულეს – სირენამდე 35 წამით ადრე ბაირონ მაქსველმა გამათანაბრებელი გარღვევა განახორციელა – 66:66.
რუსთაველთა მორიგი შეტევა და სირენამდე 15 წამით ადრე მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრულმა დაშერმა ბურთი დაკარგა. "დელტამ" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ გადამწყვეტი სროლა ტურძილაძეს გაუცუდდა და დრო ამოიწურა. მსაჯებმა ვიდეორეფერი მოიშველიეს და განსაზღვრეს, რომ დასრულებამდე დარჩენილი იყო 0.6 წამი. ფარის ქვეშიდან შემოტანილი ბურთი ხელის ერთი მოძრაობით ტურძილაძემ რუსთაველთა კალათში მოათავსა და შეხვედრაც დასრულდა – 68:66. ასეთი დასანანი მატჩი რუსთაველებს ამ სეზონში არ წაუგიათ.
გურჯაანელთა რიგებში ბაირონ მაქსველი იყო საუკეთესო – 17ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. მატჩის გმირმა ტურძილაძემ სულ რაღაც 17 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა დ 8 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. რუსთაველებს დემარი კინგმა ულიდერა, 17 ქულა მიითვალა, გუგა პატაშურმა 9 ქულა დააგროვა, ხოლო სეთ აქსველმა - 8 ქულა და 10 მოხსნა.

GBF.GE