სუპერლიგის ჩემპიონობისთვის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" "კავკასიას" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
აპრილის შუა რიცხვებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩიდან ორივე რომ არ მოეგო, პლეი-ოფში ვერ გადიოდა. "კავკასიამ" ბოლო წამებზე დაამარცხა "რუსთავი", შემდეგ "რაშსაც" მოუგო და პლეი-ოფში მე-7 ადგილიდან გავიდა. გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ბოლო მომენტში, დიდი ბრძოლის შედეგად გავიდა, ფინალშია. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში არასდროს მომხდარა, რომ ფინალისტი რეგულარული ჩემპიონატის მოწინავე ოთხეულში არ ყოფილიყო. წლეულს კი მე-7 ადგილზე გასულმა "კავკასიამ" ფინალში გააღწია და ჩემპიონობის შანსი მეტოქეზე ნაკლები როდი აქვს.

"კავკასიის" მეტოქეა სუპერლიგის ორგზის ჩემპიონი "ქუთაისი". ქუთაისელებმა რეგულარულ ჩემპიონატში
20-დან 15 მატჩი მოიგეს, პირველ ადგილზე გავიდნენ და ფინალშიც დამსახურებულად არიან. ორივე ფინალისტმა ნახევარფინალური სერია 3:1 მოიგო. "კავკასიამაც" და "ქუთაისმაც" გადამწყვეტი, მე-3 გამარჯვებები დღეს, "თბილისი არენაზე" მოიპოვეს.

"კავკასიამ" ნახევარფინალიდან საჩემპიონო შემადგენლობისა და შესაბამისად, ამბიციის მქონე გურჯაანის "დელტა" გააგდო. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა "კავკასიელებმა" "გურჯაანში" თითო მოგება-წაგების შემდეგ "დელტას" თბილისში ზედიზედ 2 მატჩი მოუგეს და სერიაში 3:1 გაიმარჯვეს. ვერ ვიტყვით, რომ "კავკასიამ" წინა მატჩის მსგავსად იოლად დაჯაბნა მეტოქე, თუმცა საბოლოო ჯამში თბილისელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "კავკასია" თავიდანვე რომ დაწინაურდა, მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. სხვაობა გუშინდელივით 25-30 ქულა არ ყოფილა, გურჯაანელები წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, თუმცა "კავკასიას" მოთამაშეებმა სტაბილურობას არ უღალატეს. ბოლომდე შეინარჩუნეს უპირატესობა და შეხვედრა საბოლოოდ 82:74 მოიგეს.

ტაქტიკურ სიღრმეებში არ ჩავალთ. ერთს აღვნიშნავთ: ბექა წივწივაძეს და მის ასისტენტებს კარგად ჰქონდათ გაშიფრული მეტოქის სათამაშო სტილი და კალათბურთელთა შესაძლებლობები. ტაქტიკური სიურპრიზი იყო ჯასტინ ფორესტის სასტარტო ხუთეულს მიღმა დატოვება და მოედანზე მხოლოდ პირველი პერიოდის ბოლოს გამოყვანა. ფორესტმა სერიის წინა მატჩის მოგებაში ყველაზე სოლიდური წვლილი დაიდო და ცხადია, "დელტა" მას თავიდანვე მოედანზე ელოდა, თუმცა ფორესტი თამაშში მოგვიანებით ჩაერთო, როცა "კავკასიის" დაცვა-შეტევა შვეიცარიული საათის მექანიზმივით გამართულად თამაშობდა.

ფორესტმა თავისი საქმე იმ 21 წუთშიც გააკეთა, რაც მოედანზე იყო. 16 ქულით გუნდის ბომბარდირი გახდა. ყველაზე შედეგიანი კი ჯავაუნ დენიელსი გახლდათ, რომელმაც 12 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 14 ქულა დააგროვა ლუკა მაზიაშვილმა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. "დელტაში" 15 ქულით ჯარვის რეი გამოირჩა. 13 ქულა საბა ლობჯანიძემ მიითვალა.

"კავკასია" ფინალს 21 მაისს დაიწყებს, "დელტ"ა კი მე-3 ადგილისთვის გაუ-ს შეხვდება. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა "ქუთაისთან" გუშინ ლამის მოგებული მატჩი დათმო, დღეს კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, შანსი არ ჰქონია. არადა, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში საყაიმო – 19:19 იყო, თუმცა მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა იძალეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დიდ შესვენებამდე 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც მეორე ნახევარში ხელიდან აღარ გაუშვა.

საბოლოოდ ქუთაისელებმა 100:79 იმარჯვეს და სერია სათავისო ანგარიშით – 3:1 დაასრულეს. ქუთაისელებს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ აკაკი დვალიშვილის სახით, რომელმაც 24 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 16 ქულით გამოირჩა დეტრიკ ბრაუნინგი, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

ფინალური სერიის პირველი და მეორე მატჩი, შესაბამისად, 21 და 22 მაისს, ქუთაისში გაიმართება. ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0