რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტული ჟურნალისტები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები მატჩების მომსახურე მსაჯ-კომისრები. მთლიანობაში გამოიკითხა 52 რესპონდენტი და კახა ჯინჭარაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თსუ-სა და ეროვნული ნაკრების წევრმა მთლიანობაში 100
მეორე ადგილზე გავიდა ჯინჭარაძის თანაგუნდელი თსუ-სა და ეროვნულ ნაკრებში, ალექსანდრე ფევაძე. 26 წლის ფორვარდმა გამოკითხვაში 33 ქულა მიიღო და მცირედით აჯობა ტყიბულის "ორბის" ამერიკელ ლეგიონერ კენი კუპერს. კუპერმა გამოკითხულთაგან მიღებული ხმებიდან მთლიანობაში 32 ქულა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის 3 საუკეთესო მოთამაშიდან ფინალურ სერიაში ვერც ერთი ვერ მოხვდა. ჯინჭარაძისა და ფევაძის თსუ პლეი-ოფს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ისევე, როგორც კენი კუპერის "ორბი". ჯინჭარაძემ სუპერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ის საშუალოდ 22.4 ქულას, 6.4 მოხსნას, 4.3 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა. ჯინჭარაძის დიდი დამსახურებით, თსუ-მ მიმდინარე სეზონში საქართველოს თასი მოიგო, თუმცა, მისი შედეგიანობის მიუხედავად, უნივერსიტეტელები მეოთხედფინალურ სერიაში "კავკასიასთან" დამარცხდნენ.
GBF