“ა” ლიგის პლეი ოფი ბოლო ტურში შეიკვრება | ვის რა შანსი აქვს?

AutoSharing Option
“ა” ლიგაში გადამწყვეტი დრო დადგა. უკვე ვიცით, რომ ლიგა დატოვა “ვერამ”, რომელიც ბოლო ტურის წინ ბოლო ადგილისთვის არის განწირული. დებულების თანახმად, ლიგას ტოვებს ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე გასული გუნდიც, თუმცა მას აქვს საშუალება, მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცვას “ა” ლიგის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო გუნდთან. ასე იყო ამ სეზონის წინ “ასტრალი”, რომელმაც “ა” ლიგაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და საკვალიფიკაციოს გამარჯვებულ “გრიფინთან” საგზური ვერ დაიცვა.

ბოლო ტურის წინ კი ასეთი ვითარებაა. პლეი ოფში 4 საუკეთესო გადის და 2 გუნდის ვინაობა უკვე
ცნობილია. ესენი არიან შემოდგომაზე შექმნილი და “ა” ლიგაში ხმაურიანად შემოვარდნილი კასპის გრიფინი და სუპერლიგიდან დაქვეითებული რუსთავი. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-10 ტურში ეს გუნდები ერთმანეთს რუსთავში ხვდებიან და რომელიც გაიმარჯვებს, პირველ ადგილზეც ის გავა. პირველობა იმაში სჭირდებათ, რომ პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეთ. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში გრიფინმა კასპში 11 ქულით დაამარცხა რუსთავი, თუმცა კასპელები შემდეგ თელავში დამარცხდნენ და ახლა რუსთავს ნებისმიერი სხვაობით გამარჯვებაც აძლევს ხელს, რეგულარული პირველზე რომ დაამთავროს.

როგორც ხედავთ, ცხრილის სათავეში ყველაფერი იოლადაა, რასაც ვერ ვიტყვით მომდევნო – II, III და IV ადგილების სავარაუდო მფლობელებზე. აქ ბევრი ვარიანტი არსებობს: სამი გუნდიდან – თელავის ბურჯი, სოხუმი-საქართველო და თავისუფალი უნივერსიტეტი – ნებისმიერი შეიძლება პლეიოფს მიღმა დარჩეს. ჩვენ აქ განვიხილავთ ყველაზე რეალურ ვარიანტებს.

ყველაზე კარგად საქმე თავისუფალს აქვს. ბოლო ტურში ლიგიდან გავარდნილ “ვერას” ხვდება და თუ მოუგო, მესამე ადგილს ინაღდებს. წაგების შემთხვევაშიც რჩება შანსი ბესო ლეჟავას გაწვრთნილ თავისუფალს – თუ თელავის ბურჯი სოხუმი-საქართველოს დაამარცხებს. ასეთ შემთხვევაშიც თავისუფალი მესამე ადგილზეა, ხოლო ბურჯი – მეოთხეზე.


ყველაზე რეალური იქნება, რომ თავისუფალი ვერასთან გაიმარჯვებს და ასეთ შემთხვევაში უკვე სოხუმი-საქართველო ვარდება ურთულეს სიტუაციაში, რომელიც ბოლო ტურში თბილისი არენაზე თელავის ბურჯს მასპინძლობს. სოხუმელები რომ მე-4 ადგილზე და შესაბამისად, პლეი ოფში გავიდნენ, თელავთან 19 ქულით გამარჯვება სჭირდებათ. ეს იმიტომ, რომ თავისუფალის და სოხუმი-საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში 3 გუნდს (ბურჯს, თავისუფალს და სოხუმი-საქართველოს) უგროვდება თანაბარი ქულები და უპირატესობა მათ შორის ჩატარებულ შეხვედრებში ნაჩვენებ შედეგებს ენიჭება. ქულები თანაბარი იქნება და ბურთების შეფარდება თავისუფალს +40 ექნება, ხოლო სოხუმი-საქართველოს და ბურჯს შორის დაფიქსირებულ ანგარიშში გაირკვევა პლეი ოფის მე-4 მონაწილე. 3 გუნდის ურთიერთშეხვედრებში სოხუმი-საქართველოს ბურთების შეფარდება ამ მომენტისთვის -38 გახლავთ, ხოლო ბურჯის -2. შესაბამისად, სოხუმი-საქართველოს, როგორც ზემოთ ვთქვით, მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდება.

სოხუმი-საქართველო ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა, დღეს კასპში რომ ემარჯვა. გუგა პატარაიას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გრიფინის დამარცხება ვერ შეძლო. კასპელებს ის შეცდომა არ მოუვიდათ, რაც წინა ტურში, თელავში თამაშისას დაუშვეს, როცა შეხვედრას დამაჯერებლად იგებდნენ და საბოლოოდ დამარცხდნენ. გრიფინმა 115:107 (სტატისტიკა) დაამარცხა სოხუმი-საქართველო და პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

დღეს თელავში გამართული მატჩი არანაკლებ საკვანძო იყო. ბურჯმა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ახლა რომ პლეი ოფში გასვლის სოხუმელებზე უკეთესი შანსი აქვთ, თელაველები სწორედ დღევანდელ მატჩში გამარჯვებას უნდა უმადლოდნენ. ნიკა ჩაველაშვილის გუნდმა მოინდომა და შინაურ არენაზე ნასტუმრებ სტუდენტურ გუნდს 92:82 (სტატისტიკა) მოუგო.

გადამწყვეტი, მე-10 ტური 19 მარტს გაიმართება:
თავისუფალი – ვერა 14:00
სოხუმი საქართველო – ბურჯი 16:00
რუსთავი – გრიფინი 18:30
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0