თასის გათამაშებაში პლეი ოფი ერთ მოგებამდეა. შესაბამისად, ამ მატჩის გამარჯვებული რუსთაველები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე 23 თებერვალს გასამართი მეოთხედფინალის ("ქუთაისი"-"ოლიმპი") გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხება რუსთავურ მატჩს, ქვემოქართლელებმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხეს. მანამდე კი თანაბარი, საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიდიოდა. პირველი პერიოდი "კაკტუსმა" 15:12 მოიგო, თუმცა მომდევნო ათწუთეულში მასპინძლებმაც 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.
"კაკტუსმა" მესამე მეოთხედში ისევ
ყველაფერი დასკვნით 3 წუთში გაირკვა, რომელიც რუსთაველებმა მეტი მობილიზებითა და რაც მთავარია, შედეგიანობით ჩაატარეს და საბოლოოდ 8-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
რუსთაველთაგან ყველაზე მეტი - 17 ქულა მორის ბრიგსმა ჩააგდო. 14 ქულა მიითვალა ქეისი კასპერბაუერმა, ხოლო ლევან ხმელიძისა და ტომი სპანოლოს ანგარიშზე 13-13 ქულა დაგროვდა. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და 13 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც მოაგროვა.
"კაკტუსში" გამორჩეულნი ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ - ჯონ ფლოვიესმა 23 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა, ტერიკ ბრიჯმენმა კი თავი 16 ქულას და 12 მოხსნას მოუყარა.
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი
რუსთავი-კაკტუსი 81:73
12:15, 24:21, 21:23, 24:14
რუსთავი: ხმელიძე (13ქ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე (2ქ, 3პ), ლი (6ქ, 7პ), წიქარიშვილი (6მ), ჩაჩანიძე (12ქ), კასპერბაუერი (14ქ, 7მ), გუგავა (4ქ), სპანოლო (13ქ, 11მ), ბრიგსი (17ქ, 7მ, 3პ).
კაკტუსი: უაითი (11ქ, 5მ), ჩიკვილაძე (11ქ), ჩლაიძე (10ქ), ბრიჯმენი (16ქ, 12მ), ამონაშვილი, ბააკაშვილი (2ქ, 3პ), ლომიძე, ფლოვიესი (23ქ, 20მ, 3დ).
საქართველოს თასის მომდევნო სამი მეოთხედფინალი:
15 თებერვალი
20:00 დინამო-მგზავრები
23 თებერვალი
18:30 ქუთაისი-ოლიმპი
24 თებერვალი
17:00 ბათუმი-სოხუმი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"