17 თებერვალი, რუსთავი
რუსთავი-ქუთაისი 75:63
15:19, 11:15, 25:19, 24:10
რუსთავი: ხმელიძე, ქიტოშვილი, ლი (12ქ, 6პ), ჩაჩანიძე (15ქ), ათუაშვილი (15ქ, 11მ), კასპერბაუერი (16ქ), სპანოლო (10ქ, 8მ), ბრიგსი (7ქ, 5მ).
ქუთაისი: ბოისა (4ქ, 6მ, 3პ, 3ჩ), ცეკვავა (5ქ, 5პ), ფაშაევი (2ქ), ბაბუნაშვილი, ქადარია (8ქ), ცინცაძე (8ქ, 3პ), ბარბაქაძე (5ქ), ლომოური (10ქ, 8მ), ტუბაკი (10ქ, 5მ), ბექაური (11ქ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი.
გადამწყვეტი. მართალია, საბოლოოდ მასპინძელთა 12-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა, თუმცა
საკვანძო მომენტიც ეს იყო: რუსთაველმა რეზო ჩაჩანიძემ სამქულიანი ააცილა, თუმცა ბურთი თავადვე მოხსნა და მეორე მცდელობაზე, საფინალო სირენამდე 1:30 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო - 67:64. ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს, შეტევა დაგეგმეს, თუმცა სამქულიანი სროლა ზაურ ფაშაევს გაუცუდდა და სერგო ათუაშვილის მოხსნის შემდეგ მორის ბრიგსმა რუსთაველებს მორიგი 2 ქულა მიუთვალა - 69:63 და მატჩის ბედიც გადაწყდა.
სტატისტიკა არ ტყუის. თანაბარ თამაშში ყოველ საჯარიმოს, ორქულიანსა თუ სამიანს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ქუთათურებმა 12 საჯარიმოდან მხოლოდ 7 ჩააგდეს, მაშინ, როცა ქვემოქართლელებმა 15-დან 13 გამოიყენეს. მეტოქეზე 4-ით მეტი სამქულიანი კი +12 ქულაა - "რუსთაველებმა 10 სამიანის რეალიზება მოახერხეს, სტუმრებმა - 6-ის.
გამორჩეული. აღსანიშნავია სერგო ათუაშვილის წვლილი გამარჯვებაში: ყველაზე მაღალმა ქართველმა კალათბურთელმა 4 ცდიდან 3 სამქულიანი ჩააგდო, 15 ქულას 11 მოხსნაც მიამატა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. 16 ქულა ჰქონდა მასპინძელ ქეისი კასპერბაუერს. სერგოს დარად, 15 ჩააგდო რეზო ჩაჩანიძემ.
ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მწვრთნელი): "რუსთავში თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია იმის გამო, რომ გულშემატკივრის აქტიურობა კარგ ატმოსფეროს ქმნის. ვთვლი, რომ სენსაციური არაფერი მომხდარა. "რუსთავი" კარგი გუნდია და გაიმარჯვა. რამდენიმე ტრავმიანი კალათბურთელით ვითამაშეთ..."
რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და მიხარია, რომ გამარჯვების მოპოვება შევძელით. მართალია, ბოლო 5 წუთში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ბიჭებმა მოახერხეს კონცენტრირება და გადამწყვეტ მომენტში წარმატებასაც მივაღწიეთ".
18 თებერვალი, თბილისი
კაკტუსი-ბათუმი 85:68
19:12, 29:15, 16:19, 21:22
კაკტუსი: უაითი (2ქ), ჩიკვილაძე (21ქ, 6მ), ჩლაიძე (21ქ, 3პ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (11ქ, 3პ), ბააკაშვილი (5ქ, 3პ), ლომიძე (12ქ, 5მ), ფლოვიესი (13ქ, 11მ, 2დ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (11ქ, 9მ), ლეჟავა (10ქ, 3პ), თენიეშვილი (6ქ, 6მ), კრივცოვი (24ქ, 6მ, 2დ), რამიშვილი (2ქ), შემოსიუკი (9ქ, 3პ), მ. რევაზაშვილი (2ქ), ლ. რევაზაშვილი (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი, დ. ბერეკაშვილი
გადამწყვეტი. ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან და ამ მატჩს ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში თბილისელები "ბათუმს" ქულით გაუსწრებდნენ და საბოლოოდ ასეც მოხდა.
შედარებით თანაბარი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც კაკტუსელთა 7-ქულიანი გამარჯვებით - 19:12 დასრულდა. მეორე მეოთხედში კვანძი გაიხსნა: ირაკლი ჩლაიძისა და ბექა ჩიკვილაძის სამქულიანებით მასპინძლებმა გაქცევა მოაწყვეს - მეორე ათწუთეული 29:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
სტატისტიკა არ ტყუის. "კაკტუსის" კალათბურთელებმა პირველ ტაიმში 9 სამქულიანი ჩააგდეს - მთლიანად მატჩში კი 13 შორი სროლა მიითვალეს და სწორედ ამის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვება. "ბათუმმა" 4 სამქულიანი ჩააგდო.
გამორჩეული. ჩლაიძემ და ჩიკვილაძემ ერთობლივად 9 სამქულიანი "შეაგროვეს". მათმა მონაგარმა 21-21 ქულა შეადგინა. პირველმა 13-დან 5 სამიანი გამოიყენა, მეორემ - 9-დან 4. მათმა ტანმაღალმა თანაგუნდელმა ჯონ ფლოვიესმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 11 მოხსნა.
ნამატჩევს
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მწვრთნელი): "ჩავარდნა გვქონდა და ამ ტურში უშუალო კონკურენტს შევხვდით. რთული დაპირისპირება იყო, თუმცა გასახარია, რომ კონცენტრირება მოვახერხეთ და მიზანს მივაღწიეთ".
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. "კაკტუსმა" დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველი 20 წუთი ცუდი იყო, მომდევნო კი - შედარებით კარგი. ვეცდებით, გამოვასწოროთ შეცდომები, თუმცა, მთავარია, გუნდი ჯანმრთელი იყოს".
18 თებერვალი, თბილისი
სოხუმი-დინამო 86:104
16:30, 18:30, 19:19, 33:25
სოხუმი: კვეტენაძე (5ქ), ბერუაშვილი (3ქ), კოკა ტომარაძე (4ქ), ბოქოლიშვილი (6ქ), დ. ბარბაქაძე (20ქ, 4პ), ლათანი (20ქ, 5პ), ბულიავა (5ქ), ტიშენკო (12ქ, 10მ), ზაბირჩენკო (6ქ, 3პ), ვუდსონი (5ქ, 5პ).
დინამო: ვონი (7ქ, 4პ), გრძელიძე, ღურწკაია, ლონდარიძე (14ქ, 5მ, 4პ), მაჩალაძე (5ქ, 5მ), ფაცაცია (12ქ, 6მ, 8პ), ჭოჭუა (21ქ, 3პ), მარავიჩი (18ქ, 11მ), გ. რევაზაშვილი (4ქ), ბერიშვილი (16ქ, 8მ, 9პ), გოგოძე (7ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე, ი. ბერიშვილი.
გადამწყვეტი. თბილისური გუნდი სამწამიან ზონაშიც დომინირებდა და პერიმეტრზეც - როგორც ფარქვეშიდან, ისე შორი მანძილიდან დინამოელები ზუსტად ტყორცნიდნენ და პირველი პერიოდი 30:16 მოიგეს. 30 ქულა ჩააგდეს სუპერლიგის ლიდერებმა მეორე ათწუთეულშიც და დიდ შესვენებაზე 26-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მეორე ტაიმში დინამოელები უპირატესობას ხელიდან რომ არ უშვებენ, არახალია...
სტატისტიკა არ ტყუის. თბილისის "დინამო" "გოლდენ სტეიტის" შედეგებს იმეორებს - პასების რაოდენობით ლიგაში გამორჩეულია. "სოხუმთან" ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა 33 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს, რაც 10 დეკემბრის სუპერლიგის რეკორდის გამეორებაა. იმ დღესაც "სოხუმს" ხვდებოდნენ და მაშინაც 33 პასი მიითვალეს.
გამორჩეული. უკვე მიჩვეულები ვართ, რომ "დინამო" წარმატებას არა რომელიმე კონკრეტული კალათბურთელის, არამედ გუნდური თამაშის წყალობით აღწევს. შესაბამისად, მხოლოდ ერთი დინამოელის გამოყოფაც უსამართლო იქნებოდა: გამარჯვებულებს 21 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა. ნიკოლა მარავიჩმა 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 16 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. "სოხუმში" 20-20 ქულით დუეინ ლათანი და დავით ბარბაქაძე გამოირჩნენ.
ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი): "ჩვენი მთავარი მიზანი იყო, დაგვეშვა ნაკლები შეცდომა, რომლებიც ბოლო თამაშებში საკმაოდ გვქონდა. ვფიქრობ, "სოხუმთან" ჩემმა გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა და ვეცდებით, ეს ფორმა შევინარჩუნოთ".
ვიტალი ჩერნი ("სოხუმის" მწვრთნელი): " რაც პირველ ტაიმში ვითამაშეთ, იმას არ ერქვა კალათბურთი. ასეთი უჯიგრო თამაში დაცვაში, იშვიათია. მეორე ტაიმში ცოტა გამოვსწორდით, მაგრამ მთლიანობაში ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ. მიზეზებზე გვექნება საუბარი და ვეცდებით, მაყურებელს უკეთესი კალათბურთი ვაჩვენოთ".
მგზავრები-ოლიმპი 73:79
22:19, 13:15, 12:26, 26:19
მგზავრები: ფხაკაძე (6ქ), ცირეკიძე (2ქ), ლომინაშვილი (16ქ, 6მ), ტურძელაძე (4ქ), ტეილორი (4ქ, 4პ, 3ჩ), მერფი (11ქ, 5მ, 3ჩ), ალენი (25ქ, 3ჩ), რენსომი (5ქ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (4ქ), ბურნეთი (13ქ, 5პ, 5ჩ), ბოლქვაძე, როგავა (21ქ, 3პ, 4ჩ), გეგი ბაქრაძე (3პ), მიქელაძე (6ქ, 3პ, 5მ), კახა ტომარაძე (4ქ), 11ქ, 6მ), მასხულია, პიჩფორდი (11ქ, 6მ), შლიცერი (20ქ, 6მ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, მ. კუპატაძე
გადამწყვეტი. მესამე პერიოდამდე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. დიდი შესვენების შემდეგ კი "ოლიმპმა" ინიციატივა ხელთ იგდო და მესამე პერიოდი 14 ქულით - 26:12 მოიგო, რითაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა.
მატჩის დასრულებამდე წუთ-ნახევარი რჩებოდა, როცა "მგზავრებმა" ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხეს. თუმცა, ეს იყო და ეს, ბოლო დროს კარგად ათამაშებულმა ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ამ მოგებით "ოლიმპმა" "მგზავრებს" ცხრილში ქულით გაუსწრო.
სტატისტიკა არ ტყუის. რის ხარჯზე მოიგო "ოლიმპმა"? მან მეტოქის შეცდომები 33 ქულად აქცია, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. "მგზავრებმა" 27-ჯერ დაკარგეს ბურთი. ესეც მაღალი მაჩვენებელია. ოლიმპელებმა კი 19 შეცდომა დაუშვეს.
გამორჩეული. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი გახდა რეზო როგავა. მან 21 ქულა მაღალი პროცენტული სიზუსტით ჩააგდო: 5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა ოლიმპელთა ავსტრიელმა ლეგიონერმა ნიკოლას შლიცერმა - 20 ქულა, 7-დან 3 სამიანი.
ნამატჩევს
ლეონიდ ივატინი ("ოლიმპის" მწვრთნელი): "მეტოქემ პრესინგი დაგვიპირისპირა, რის გამოც სწრაფი მოძრაობა გვიხდებოდა და ბურთს ხშირად ვკარგავდით. ამის გამო დამჭირდა 3 წუთშესვენების აღება და როგორც იქნა, დავალაგეთ თამაში".
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მწვრთნელი): "ბრძოლა და ცდა ნამდვილად არ დაგვიკლია, თუმცა ძალიან ბევრი დაკარგვა გვქონდა: მხოლოდ პირველ ტაიმში 16 შეცდომა დავუშვით. "ოლიმპმა" დამსახურებულად გაიმარჯვა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"