გაიმართა საქართველოს თასის 1/8 ფინალის კენჭისყრა

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018-2019 წლების სეზონის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც რეკორდულად ბევრი – 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თასის გათამაშებაში სუპერლიგისა და „ა“ ლიგის ყველა წევრი იასპარეზებს, რომლებიც მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად დაწყვილდა.

დებულების თანახმად, ფინალის გარდა, თასის გათამაშების ყველა ეტაპზე საპლეიოფო სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. გუნდებს პლეი ოფში მოედნის უპირატესობა საკუთარ ჩემპიონატებში დაკავებული ადგილების მიხედვით ექნებათ.

კენჭისყრის დაწყებმადე თასის გათამაშებაში მონაწილე 16 გუნდი 2 კალათაში იქნა განთესილი. პირველში სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 1-8 ადგილებზე მყოფმა
გუნდებმა მოიყარეს თავი, ხოლო მეორეში სუპერლიგის ბოლო 2 და „ა“ ლიგის 6 გუნდი განთავსდა. პირველ კალათაში მყოფ გუნდებს მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად გამოვლენილ მეტოქეებთან მოედნის უპირატესობა ექნებათ. წლევანდელი თასის გათამაშების ფინალისტები ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულ გუნდს 40 000 ლარი, ხოლო მეორეზე გასულს – 20 000 ლარი გადაეცემა.

გთავაზობთ საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური მატჩების განრიგს

Sportall.Ge

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული