
წინა მატჩის მსგავსად, “თბილისმა” ამჯერადაც მაქსიმუმი გააკეთა და თამაშის განმავლობაში რამდენჯერმე მინიმუმამდე გაუბათილა ოლიმპელებს ლიდერობა, თუმცა საბოლოოდ სუპერლიგის გუნდმა მაინც თავისი გაიტანა და მეორე ნახევარში მოპოვებული სრული უპირატესობა 16-ქულიან გამარჯვებად აქცია.
ოლიმპელებს 21 ქულითა და 15 მოხსნით მარკ ოგდენმა ულიდერა. 22 ქულა დააგროვა რეჯი ბეიკერმა, ხოლო 20 – ჩარლზ ბენეტმა. “თბილისში” 16 ქულით საუკეთესო იყო გიორგი დვალი. 14 ქულა და
“ოლიმპი” მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც “შსს აკადემია-ტიტებისა” და “არენა-ოლიმპის” წყვილში” გამოვლინდება. “ტიტები” სერიას 1:0 იგებს და მორიგი მატჩი 29 იანვარსაა დანიშნული.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით