შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში ფინალის გარდა, საპლეიოფო სერიები 2 მოგებამდეა. შესაბამისად, “თსუ-ჰიუნდაის” ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, ხოლო “მგზავრების” საქმე შედარებით რთულადაა: ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს სერიის მოსაგებად ზედიზედ 2 მოგება სჭირება.
მატჩის პირველი ნახევარი, უფრო კი საწყისი პერიოდი დაძაბული და
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადწყდა, რომელიც ჩერქეზიშვილის გუნდმა 29:13 მოიგო და 17 ქულით დაწინაურებული, დარჩენილ 10-წუთეულში მეტოქესთვის მიუწვდომელი გახდა. როცა ანგარიშში სხვაობამ 25 ქულას მიაღწია, მოედანზე გუნდების ახალგაზრდა ახალგაზრდა მოთამაშეები გამოჩდნენ და მატჩიც ჩამთავრდა.
გამარჯვებულ თსუ-ჰიუნდაელებს 17-17 ქულით ვიკტორ ნიკერსონმა, ჯეიმს მილიკენმა და რატკო პეტრიჩმა ულიდერეს. 16 ქულა ჰქონდა მარკუს პოზლის, ხოლო 10 ქულა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე დაგროვდა. “მგზავრებში” 16 ქულით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ადრიან ბოუის ანგარიშზე დაგროვდა.
ამ გუნდებს შორის თასის მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩი 2 აპრილს გაიმართება. მანამდე კი ორივე გუნდს სუპერლიგის მატჩები ელის.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თსუ-ჰიუნდაის მთავარი მწვრთნელი):
“მგზავრებთან” შეხვედრას 3 ტრავმირებული მოთამაშით შევხვდით, თუმცა მაქსიმალურად მოტივირებულები ვიყავით და კარგადაც მოვემზადეთ. სიმართლე გითხრათ 100 % დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეხვედრას მოვიგებდით და მიხარია, რომ საბოლოოდ ასეც მოხდა. მეორეს მხრივ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ეს დაპირისპირება გრძელდება და მეორე შეხვედრაში კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, რათა ნახევარფინალში გასვლა ორი მატჩის ჯამში შევძლოთ – მესამე, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება აღარ უნდა დაგვჭირდეს”.
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
“ვულოცავ თსუ-ჰიუნდაის გამარჯვებას. მატჩს ჩვენი რამდენიმე მოთამაშე ტრავმით შეხვდა, გადაწყობა და ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება გაგვიჭირდა, მაგრამ ეს ჩვენს მარცხს არ ამართლებს. ახლა მთავარია მეორე შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ და ანგარიში გავათანაბროთ. ჯერ დაკარგული არაფერია და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ”.