შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მე-17 გათამაშება 25 დეკემბერს დაიწყო და მასში 16 გუნდი მონაწილეობს. 23 დეკემბერს გამართულმა კენჭისყრამ გუნდები მერვედფინალში დააწყვილა, სადაც სერიები 2-მატჩიანი გახლდათ. კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა, სამწუხაროდ, თამაშები ვერ ჩაატარეს “ა” ლიგის ახლად შეკრებილმა გუნდებმა – “ორბი-არენამ” და “კავკასიამ”. ამ გუნდების მეტოქეები – "ბათუმი" და "თსუ-ჰიუნდაი" მეოთხედფინალში
მერვედფინალის ერთადერთ სერიაში მოხდა ისე, რომ გუნდებმა თითო მატჩი მოიგეს. ეს მოხდა "ქუთაისისა" და "ტიტების" დაპირისპირებაში. 22 ქულით წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ, ქუთაისელები საპასუხო მატჩს სასურველი სხვაობით იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 19 ქულით იმარჯვეს და მეოთხედფინალში "ტიტები" გავიდა.
დღეს გამართული მატჩი რუსთაველებმა 21 ქულით – 86:65 მოიგეს. არადა, ბოლო პერიოდი რომ დაიწყო, "ცხუმ-აფხაზეთი" 58:57 იგებდა. 5-წუთიანი მონაკვეთი ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა 5:25 წააგეს და წასაგებად გაიწირნენ. ქვემოქართლელებმა ძირითადად შორი სროლებით გატეხეს მეტოქე – რაც საბა ლობჯანიძის დამსახურება გახლდათ, რომელმაც ბოლო პერიოდში 3 სამიანი ჩააგდო.
ლობჯანიძე საბოლოოდ 22 ქულით ბომბარდირი და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 18 ქულა და 9 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მიითვალა, ხოლო ოთარ ფხაკაძემ შეხვედრა 12 ქულითა და 8 პასით დაასრულა. "ცხუმ-აფხაზეთში" 17 ქულით საუკეთესო იყო კვან უაოლერი.
თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მატჩები 2020 წლის 23-26 იანვარს გაიმართება. ისევე, როგორც მერვედფინალში, მეოთხედფინალშიც 2-მატჩიანი სერიები იქნება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით