თასის გათამაშების ახალი ფორმატის თანახმად, ტურნირის მერვედფინალური და მეოთხედფინალური სერიები ორმატჩიანი გახლდათ, რის შედეგადაც გამოვლენილი საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალში ითამაშებს, სადაც, მოგეხსენებათ, ნახევარფინალები და ფინალი ერთმატჩიანია.
ბათუმელებმა მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი თბილისში 70:72 წააგეს და შესაბამისად, საკუთარ ქალაქში 2-ქულიანი დეფიციტის გაბათილება სჭირდებოდათ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ბოლო
ბოლო პერიოდში "ოლიმპმა" გაუძლო მასპინძელთა ზეწოლას და 4-5-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა. ბოლო წუთი რომ დაიწყო, სტუმრები 72:70 იგებდნენ, თუმცა ზუსტი სამქულიანებითა და ტაქტიკური ჯარიმებით ბათუმელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ბოლო, ქულით ჩამორჩენილებმა, სამქულიანი ესროლეს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაშიც (2 მატჩის შედეგის გათვალისწინებით) ოვერტაიმი ინიშნებოდა. ბათუმელთა ლიდერის, კოლინ მალკოლმის ნასროლი მიზანს ასცდა და "ოლიმპი" ოთხთა ფინალში გავიდა.
გამარჯვებულებს 18 ქულით აკიეან ფრედერიკმა ულიდერა. 14 ქულა და 8 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 11-11 ქულა ნიკა დარბაიძემ და ნიკა რამიშვილმა მიითვალეს. "ბათუმში" 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კოლინ მალკოლმი. 15 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ნიკოლაოს დიპლაროსმა მიითვალა. ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.
ასე და ამგვარად, თასის გათამაშების ოთხთა ფინალში ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: თსუ – "ტიტები" და "ოლიმპი" - "მგზავრები". ოთხთა ფინალი თბილისში, აპრილის თვეში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით