ნახევარფინალის მსგავსად, თსუ-ს არც ამჯერად აკლდა ქომაგები. მაღლივი კორპუსიდან დაძრულმა სტუდენტების ლაშქარმა ოლიმპიური სასახლე სანახევროდ შეავსო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ
ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა. თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა ჯიმონ ჰენსონმა შეხვედრის ბოლო წუთზე ჰაერივით საჭირო სამქულიანი მიითვალა და სტუდენტების გუნდი 4 ქულით დააწინაურა. ტაქტიკური ჯარიმით ბათუმელებმა მოიპოვეს თამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ საბა ლობჯანიძის სამქულიანი, რომელიც ბათუმელთათვის პოტენციურად დამაწინაურებელი იყო, კალათში არ ჩაეშვა. ზღვისპირელებს ბოლო წამებზე კიდევ ერთი შანსი მიეცათ, როცა კაილი რიდლის განზრახ აცილებული საჯარიმო ლობჯანიძემ მოხსნა და რატომღაც პერიმეტრზე აიტანა ბურთი, რათა სამქულიანი ჩაეგდო, არადა, სხვაობა 2 ქულა იყო და წარმატებული შეტევის შემთხვევაში, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა.
თსუ-ში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა კორი ბოუენმა, რომელიც ოთხთა ფინალის MVP გახდა. მას საუკეთესო მოთამაშის პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა, რომელმაც გამარჯვებულები ასევე შესაბამისი, თასის ფორმის მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს თასი თსუ-ს კაპიტან ნიკოლოზ დარბაიძეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა, რის შემდეგაც უნივერსიტეტელებმა გამარჯვება აელვარებული ფოერვერკის თანხლებით აღნიშნეს.
GBF