გუშინ ტყიბულში "ქუთაისმა" 76:70 დაამარცხა "ორბი" და შინაური მატჩის წინ 6-ქულიანი უპირატესობა აქვს. თუ ამაზე მეტით არ წააგებს, "ქუთაისი"
გამარჯვებულებს 19 ქულით, 7 პასითა და 3 ჩაჭრით რევაზ როგავამ ულიდერა. 20 ქულით ბომბარდირი გახდა ვახტანგ ქადარია, ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. ზესტაფონის გუნდში 25 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ტაიშონ კროუფორდი, 20 ქულა მაიკლ მეისის ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის სერიის მე-2 შეხვედრა ბათუმში, 5 მარტს გაიმართება და მასპინძლებს 6 ქულით დამარცხებაც აძლევთ ხელს, ოთხთა ფინალში რომ გავიდნენ.
სუპერლიგის ლიდერი და თასის გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული თსუ გაუ-სთან დამარცხდა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა თსუ-ს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოუგო. პირველად გაუ-ელებმა თსუ სუპერლიგის პირველ წრეში დაამარცხეს, ახლა კი თასზეც მოუგეს.
სუპერლიგის შეხვედრაში დიდი სხვაობა დაფიქსირდა, დღევანდელი დაპირისპირება კი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. გაუ-მ პირველ ნახევარში 13-ქულიან უპირატესობას მიაღწია, რაც გუნდის ლეგიონერთა შედეგიანი თამაშის დამსახურება გახლდათ. დიდ შესვენებაზე თსუ 11-ქულიანი დეფიციტით გავიდა, თუმცა ჩამორჩენა მესამე პერიოდშივე გააბათილა. აღნიშნული მეოთხედი თსუ-მ 33:16 მოიგო და დასკვნით პერიოდს ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 75:69.
დაახლოებით ეს სხვაობა შენარჩუნდა მატჩის ბოლოსწინა წუთამდე. თსუ-ს გამარჯვებას თითქოს წინ არაფერი ედგა, მაგრამ ზედმეტი ემოციურობითა და თავშეუკავებლობით სახელმწიფოუნივერსიტეტელებმა შეხვედრა დათმეს. საფინალო სირენამდე 80 წამით ადრე თსუ 91:88 იგებდა, რა დროსაც იუბილარმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც 7 თებერვალს 38 წლის გახდა, დაცვაში მე-5 პერსონალური მიიღო და მოედანს რომ ტოვებდა, პროტესტის გამოხატვისთვის ტექნიკურიც დაიმსახურა, რასაც კიდევ ერთი ტექნიკური მოჰყვა. გაპროტესტების გამო მორიგი ტექნიკური კახა ჯინჭარაძემაც მიიღო, რომელიც სათადარიგო იყო და ამის გამო მთავარ მწვრთნელს, ლექსო ლაფანაშვილს, მოედნის დატოვება და გასახდელში გადანაცვლება მოუხდა.
გაუ-მ 5 საჯარიმოდან 3 ჩააგდო, ანგარიში გაათანაბრა (91:91) და დაცვაში აღებული ბურთი ენდრიუ ლუისმა ორქულიანად აქცია. დარჩენილ დროში ახალგაზრდა ნიკოლოზ თოთლაძემაც იხეირა და 7:0 მოგებული დასკვნითი 80 წამის შემდეგ გაუ-მ გამარჯვება მოიპოვა – 91:95 (სტატისტიკა). გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო ენდროუ ლუისმა, რომელმაც 33 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 21 ქულა და 5-დან 5 სამიანი გაიფორმა მიქაელ უგრეხელიძემ, აიზია სმოლის ანგარიშზე კი 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 18 ქულითა და 5 პასით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა.
საპასუხო მატჩი, რომელშიც გაუ-ს 4-ქულიანი ჰანდიკაპი ექნება, 5 მარტს გაიმართება.
დაბოლოს, მატჩი გორში, სადაც კახეთის წარმომადგენელი, გურჯაანის "დელტა" ჩავიდა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:73 (სტატისტიკა) იმარჯვა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 20:17 მოიგეს. მეორე ათწუთეულიდან უკვე გურჯაანელთა დრო დადგა, რომლებმაც თამაში დაალაგეს და მე-13 წუთისთვის ლიდერობას დაეპატრონნენ.
შეხვედრა "დელტას" ლიდერობით გაგრძელდა და გორელთა მცდელობა, რამე შეეცვალათ, ამაო გამოდგა. საბოლოოდ სტუმრებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და გურჯაანში 6 მარტს დაგეგმილ სერიის საპასუხო მატჩში 6-ქულიანი უპირატესობა ექნებათ. გამარჯვებაში თავისი წილი დაიდეს ოთო ფხაკაძემ (17 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა) და საბა ლობჯანიძემ (17 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი). 10 ქულა გიორგი ტურძილაძემ დააგროვა. "ივერიონში" 15 ქულით და 8 პასით ყველაზე შედეგიანი კვენტინ ჰარდრიქტი იყო. 19 ქულა და 8 მოხსნა გეგი ბაქრაძემ დააგროვა.
GBF