ეს 2 გუნდი “ა” ლიგის დებიუტანტები არიან და თასის გათამაშების ბოლო, ვაკანტური ადგილიც მათ შორის გათამაშდა. საკვალიფიკაციო მატჩი 15 იანვარს, დიღმის არენაზე გაიმართა და კასპის “გრიფინის” დამაჯერებელი გამარჯვებით – 98:76 (სტატისტიკა) დასრულდა.
რაც შეეხება თამაშს, როგორც ანგარიშიდან ჩანს, შიდაქართლელებმა დიდი სხვაობით მოიგეს. ანგარიში რეალობას ასახავს – გრიფინმა თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. კასპელებს დაუბრუნდათ ამერიკელი უკანახაზელი ზებედი გრეჰემი, რომელიც გუნდის კიდევ 2 ლეგიონერთან – მონტეს მატისთან და ელაია ბიუქენენთან ერთად საუკეთესო იყო. მატის-ბიუქენენმა 27-27 ქულა ჩააგდეს, ხოლო გრეჰემმა თავი 20 ქულას მოუყარა. ქართველი ვეტერანები – ვასილ ბერუაშვილი და აკაკი ლომოური საერთო სამეს 8-8 ქულით შეეხიდნენ. თავისუფალ-აგრარულში საუკეთესო ჯორდან სმიტი იყო, რომელმაც 19 ქულა და 6 პასი მოაგროვა.
ასე და ამგვარად, გრიფინი თასის მერვედფინალში გავიდა და ძალებს თსუ-სთან მოსინჯავს. მერვედფინალში სერია 2-მატჩიანი იქნება. გუნდები გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებენ და რომელიც 2 მატჩის ჯამში საუკეთესო იქნება, მეოთხედფინალში გავა. იქაც ეგრე და ოთხთა ფინალში თითო თამაში იქნება – ნახევარფინალები და ფინალი.
GBF