ჯაბა დვალმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2012/13 წლების სეზონის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ჯაბა დვალის ჩემპიონი "ზესტაფონიდან" თბილისის "დინამოში" გადასვლა იყო.

"ზესტაფონის" მაისურით ჯაბა წინა სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მას გოლის გატანის ალღო არც მიმდინარე გათამაშებაში ღალატობს - ჯაბა 17 გოლით "დინამოს" ერთერთი საუკეთესო გოლეადორია.

28 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, თუმცა ეროვნული გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია მაინცდამაინც არ სწყალობს, რაც გულშემატკივართა უკმაყოფილების მიზეზი გამხდარა.

ჯაბა დვალი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

VideoSportall.Ge
ჯაბა დვალი
გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს


სიახლეები პოპულარული