ოპონენტები სფფ-ს სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ დიდი ხანია, მოუწოდებენ, ხოლო ბოლო დროს ქართულ საკლუბო ფეხბურთში შექმნილმა გაურკვევლობამ და ეროვნული ნაკრების არასახარბიელო შედეგებმა ფედერაციის კრიტიკოსთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.
სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.