მუნდიალის მოსურნენი: ავსტრალია შეაქეს

AutoSharing Option

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ავსტრალიელთა განაცხადი სრულ მზადყოფნაშია - განაცხადეს, ფიფას ინსპექტორებმა სანამ ქვეყანას დატოვებდნენ. ფიფას წარმომადგენლებმა ავსტრალიის 10 ქალაქის 12 სტადიონი შეამოწმეს, სადაც შეიძლება ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი. ფიფას ჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ ავსტრალიელებს ყველაფერი წესრიგში აქვთ და მათ თავისუფლად შეუძლიათ დათქმულ ვადაში ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობა. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მუნდიალი 2014 წელს ბრაზილიაში გაიმართება. 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზიას ბელგია და ჰოლანდია (ერთად), ინგლისი, რუსეთი, პორტუგალია და ესპანეთი (ერთად) და აშშ აცხადებენ. 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა კი ავსტრალიას, იაპონიას,

ყატარს და სამხრეთ კორეას სურთ. მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს შემდეგ კი გადაიფიქრეს ინდონეზიამ და მექსიკამ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ავსტრალიასი მარტლა კაი მსოპლიო ტსემპიონატი ტსატარდება,ეს მატ ოლიმპიადის მაგალ დონეზე ტსატარებამ დაამტკიტსა, საერტოდ ავსტრალია მაგარი კვეკანაა .
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული