თბილისის დროით ნაშუაღამევს დასრულდა ურუგვაისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა. მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე წყვილმა თანაბარი თამაში აჩვენა. გოლის გატანისა და შედეგად, გამარჯვების მოპოვების შანსი ორივე გუნდს ფაქტობრივად, თანაბრად ჰქონდა.
აქტიურად ჩაატარა მატჩი ურუგვაელთა ლიდერმა, დიეგო ფორლანმა. საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურებოდა ფრანგთა თავდამსხმელი ფრენკ რიბერი, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ბევრად უფრო აქტიური ჩანდა ნიკოლა ანელკა, თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა ტიერი ანრიმ სწორედ ის შეცვალა. თამაშის მიწურულს, 81-ე წუთზე ურუგვაელმა ლოდეირომ მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და საკუთარი გუნდი
შეიძლება ითქვას, რომ ურუგვაიმ ”ნახევრადსენსაციური” ქულა მოიპოვა, მაგრამ ამ მატჩის წინ უპირობო ფავორიტად აღიარებულ საფრანგეთს, თამაშის მიხედვით გამარჯვება არ ეკუთვნოდა. შედეგად უგოლო ფრე - 0:0 და შვიდი ყვითელი ბარათი, რომლისგანაც ერთი გაწითლდა. ამ თამაშისგან ნამდვილად უფრო მეტს ველოდით...