ფიფამ ფინალისტები დააჯარიმა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ფეხბურთელთა ზღვარგადასული უხეშობის გამო, ფიფამ ესპანეთისა და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა.

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებმა ფინალში რვა გაფრთხილებასა და ერთ გაძევებას "გამოჰკრეს ხელი", რისთვისაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია 14 480 აშშ დოლარს გადაიხდის. მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის არბიტრმა, ინგლისელმა ჰოვარდ ვებმა ესპანელ ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 9 650 დოლარად დაუჯდა.

ფიფამ ეს გადაწყვეტილება დისციპლინარული კოდექსის იმ მუხლით მიიღო, რომლის მიხედვითაც მას იმ ფედერაციის დასჯის უფლება აქვს, რომლის ნაკრების წევრებიც ერთ მატჩში ხუთ და მეტ
გაფრთხილებას მიიღებენ.

ესპანეთი-ჰოლანდიის ფინალი მუნდიალის ყველა დროის ფინალებს შორის ყველაზე უხეში გამოდგა. მანამდე ამ მაჩვენებლით 1986 წლის არგენტინა-გერმანია ლიდერობდა, სადაც მსაჯმა ყვითელი ბარათი ჯიბიდან საერთო ჯამში ექვსჯერ ამოიღო.

ესპანელებსა და ჰოლანდიელებს ამ ჯარიმის გადახდა ნამდვილად არ გაუჭირდებათ, რადგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 30 მილიონი დოლარი მიიღო, ჰოლანდიისამ კი ვიცე-ჩემპიონობისთვის – 24 მილიონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული