საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) გენერალურმა მდივანმა ანრი მონტეიმ დაასახელა ის სამი ფეხბურთელი, რომლებმაც ჩაშალეს საფრანგეთის ნაკრების 20 ივნისის წვრთნა. ბრიტანული The SUN-ის ცნობით მონტეიმ ნიკოლა ანელკას მეგობრები - ერიკა აბიდალი, უილიამ გალასი და ტიერი ანრი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ანელკამ 19 ივნისს, მას შემდეგ დატოვა საფრანგეთის ნაკრები, რაც გახმაურდა მისი და ნაკრების მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის კონფლიქტის ამბავი. მექსიკასთან თამაშის შემდეგ, გასახდელში ანელკამ მწვრთნელს შეურაცხყოფა მიაყენა. ბოდიშის მოხდაზე უარის შემდეგ ფედერაციის გადაწყვეტილებით ის მოიკვეთა ნაკრებიდან და შინ გაემგზავრა.
20 ივნისს ნაკრებმა უარი ტქვა ვარჯიშზე. ვარჯიშის დაწყებამდე
21 ივნისს ნაკრების წევრთა უმრავლესობამ (ძირითადად ახალგაზრდები) მწვრთნელს მოუბოდიშა და ვარჯიშსაც დაუბრუნდნენ...
ფედერაციის წარმომადგენლების მტკიცებით ბუნტის ორგანიზატორები ის ასაკოვანი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც მომდევნო მუნდიალზე გამოსვლის აღარანაიი შანსი არ აქვთ...