იტალიის ნაკრებმა ბოლო ტურში უეჭველად უნდა დაამარცხოს სლოვაკეთის ეროვნული გუნდი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე გააღწიოს მომდევნო ეტაპზე. მართალია, იქ არის სხვა შესაძლო სცენარებიც, მაგრამ "სკუადრა აძურამ" მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა აიღოს აქცენტი.
გამომდინარე პირველი ორი მატჩიდან, რის შემდეგაც იტალიის ნაკრებს მხოლოდ 2 ქულა აქვს, მარჩელო ლიპი სერიოზულ ცვლილებებზე დაფიქრდა. როგორც ჩანს, ცალკეული ფეხბურთელები, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, მუნდიალისთვის მზად არ არიან.
მოსალოდნელია, რომ მარჯვენა ფლანგზე ლიპი კრისტიან მაჯოს დააყენებს, ჯანლუკა ძამბროტას კი მარცხნივ გადასწევს, საიდანაც ამოვარდება დომენიკო კრიშიტო. არსებობს სერიოზული საბაბი
რაც შეეხება თავდასხმას, აქ უეჭველად სკამზე გადანაცვლება ემუქრება ალბერტო ჯილარდინოს, რომელიც ერთობ უფერულად გამოიყურება. დიდი ალბათობით, თავდასხმის ცენტრალური ფიგურა იქნება ჯამპაოლო პაცინი, რომელსაც ფლანგებიდან ვინჩენცო იაკუინტა და ანტონიო დი ნატალე დაეხმარებიან.