"ლე ბლო" ისეთივე, როგორიც "პომებთან"

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა შაბათს, ოქლენდში "ედენ პარკზე" უელსის ეროვნულ გუნდთან გასამართი ნახევარფინალური მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა.

"ლე ბლოს" თავკაცმა უელსელთა დასამარცხებლად ძირითად შემადგენლობაში, ზუსტად ის 15 მორაგბე შეიყვანა, ვინც გასულ უქმეებზე, მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებთან ითამაშა.

ძირითად შემადგენლობაშია ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილიც, რომელმაც "პომებთან" მატჩში ფეხი დაიშავა და ვარჯიშს მხოლოდ დღეს განაახლებს. გუშინ მის გარდა ყველამ ივარჯიშა. მათ შორის იყო "იაშის" თანაკლუბელი, ბასკი მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და უელსის ნაკრებების ბოლო შვიდ დაპირისპირებაში ექვსჯერ გამარჯვება
"ლე ბლოს" დარჩა. ლივერმონის მიერ ამჯერად შერჩეული ძირითადი შემადგენლობიდან, წლეულს უელსის ნაკრების ძლევაში 28:9, თერთმეტმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. მაშინ არ უთამაშიათ, ჟან-ბატისტ პუს, დიმიტრი იაშვილს, მაქსიმ მერმოსს და ორელიან რუჟერის.

მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი კი საფრანგეთის რაგბის ისტორიაში მეხუთე მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს თასის სამ ნახვარფინალში უთამაშია.

ფრანგთა გარემარბი ვენსან კლერი კი ეცდება საუკეთესო მელელოვეებს შორის დავაში ინგლისელ კრის ეშტონს გაუსწროს. ამ მორაგბეების ანგარიშზე ექვს-ექვსი ლელოა. რეკორდი კი ახალზელანდიელ ჯონა ლომუს ეკუთვნის, რომელმაც 15 ლელო გაიტანა. ორით ნაკლები კი ასევე ახალზელანდიელი დაგ ჰაულიტის ანგარიშზეა.

საფრანგეთის ნაკრები: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვენსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. მაქსიმ მედარი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
16. დიმიტრი შჟარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ლუის პიკამოლი, 20. ფრანსუა ტრინ-დუკი, 21. დავიდ მარტი, 22. სედრიკ ეიმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული