სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გარეშე, მაგრამ... ქართველის მონაწილეობით მიმდინარეობს. დღეს მერვედფინალის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, როგორც იტყვიან, მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა - ინგლისისა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირებაა. როგორც შევიტყვეთ, მატჩის დირექტორად ფიფამ
დავით პეტრიაშვილი დანიშნა, თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი და საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი.
ფიფას 41 წლის ქართველი დირექტორი ფიფას ნდობით სარგებლობს, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე სტადიონების ინსპექტირება (ისევე, როგორც მთელს აფრიკაში) სწორედ ქართველ სპეციალისტს მიანდო.
უეფას მედიაოფიცერ მამუკა კვარაცხელიას თქმით,
პეტრიაშვილი ფიფასა და უეფაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და არაა გამორიცხული, მალე უეფაში სოლიდურ თანამდებობაზეც დააწინაურონ.
მერაბ მამულაშვილი