28 ივნისი. იოჰანესბურგი. ელის პარკი. 22:30
ბრაზილია-ჩილე
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბაშტოში - ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო - ელანო, კაკა, რობინიო - ლუიშ ფაბიანო.
ჩილე (3-3-1-3): ბრავო - ხარა, ფუენტესი, კონტრერასი - ვიდალი, კარმონა, ისლა - ფერნანდესი - სანჩესი, სუასო, ბოსეჟური.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
იოჰანესბურგის "ელის პარკზე" კარგად ნაცნობი გუნდების სამხრეთამერიკული დერბი გველის - ბრაზილია და ჩილე ერთმანეთს 66-ედ (!) დაუპირისპირდებიან. არ ვიცით, რა ვუწოდოთ "სელესაოს" უპირატესობას მეტოქეზე - ალბათ, აბსოლუტური: 46 გამარჯვება,
ეს მუნდიალი სამხრეთამერიკელებისაა - ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას. მართლაც, ხუთი სამხრეთამერიკული გუნდიდან ყველამ მოიპოვა მერვედფინალის საგზური (ურუგვაი უკვე მეოთხედფინალშია სულაც). ბრაზილია ისედაც ფავორიტია, ხოლო ჩილეს ნაკრები, რომელსაც არგენტინელი მარსელო ბიელსა უდგას სათავეში სამხრეთ აფრიკა 2010-ის მთავარი აღმოჩენაა.
სხვათა შორის, თამაშის სტილით ეს ორი გუნდი დიდად განსხვავდება, თანაც მოულოდნელია, რომ უფრო დაცვითი სტილის გუნდი ბრაზილიაა, ხოლო შემტევი - ჩილე. რა თქმა უნდა, დუნგას ამის გამო ძალიან ხშირად აკრიტიკებენ სამშობლოში, მაგრამ ჯერჯერობით მის სასარგებლოდ მეტყველებს ფეხბურთში მთავარი - ტაბლო. ბრაზილიის ნაკრებმა "სიკვდილის ჯგუფი" მოიგო და ერთი წუთითაც არ გახადა საეჭვო ფავორიტობა.
ბიელსას გუნდი კი ინოვაციურ და თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს, არგენტინელმა სპეციალისტმა ნაკრებს უცნაური ტაქტიკური სქემა მოარგო ბრწყინვალედ - 3-3-1-3. ამან, სხვა მხრივ მონოტონურ ტურნირს, ჰაეროვანი ორიგინალობა შემატა. ჩილელებმა მაყურებელთა სიმპათიები დაიბევეს. ახლა მთავარია ბიელსამ შეძლოს გუნდს "ბრაზილიის კომპლექსი" მოუხსნას. საქმე მხოლოდ ისტორიულ უპირატესობაში არ არის, დუნგას გუნდმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იოლად დაჩაგრა "ლა როხა". ლუიშ ფაბიანომ ლამის მარტომ მოუგო ჩილეს სანტიაგოში - 3:0. ბრაზილიაში კი ჯერი ნილმარზე მიდგა, მისი ჰეთ თრიკის წყალობით ბრაზილიის ნაკრებმა 4:2 მოიგო.
ბრაზილიის ნაკრებს დისკვალიფიკაციამოხდილი კაკა უბრუნდება, ის იოლად დაიბრუნებს სასტარტოში ადგილს, რადგან მისმა შემცვლელებმა ვერაფერი გააწყვეს. სავარაუდოდ, მარჯვენა ნახევარმცველი ელანოც შეძლებს გამოჯანმრთელებას და თამაშს. ცხადია ისიც, რომ რობინიო დაიბრუნებს სასტარტოში ადგილს, რომელიც პორტუგალიასთან მატჩში ნილმარმა დაიკავა. მოკლედ, დუნგა აღადგენს სასტარტო შემადგენლობას, რომელიც დანომრილიც კი ჰყავს - 1-დან 11-ის ჩათვლით.
ბიელსას კი დიდი საფიქრალი აქვს, ერთბაშად სამი საკვანძო ფეხბურთელი, რომელთაც დაცვითი ფუნქციები ეკისრებათ, დისკვალიფიცირებულია. მუნდიალზე ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად შერაცხული, გარი მედელისა და ვალდო პონსეს დუეტი არ იქნება, ორივემ ესპანეთის ნაკრებთან მიიღო მე-2 ყვითელი ბარათი. არ იქნება არც საყრდენი ნახევარმცველი მარკო ესტრადა. ბიელსას შეტევაშიც აქვს საკადრო პრობლემა, უმბერტო სუასო ტრავმირებულია და საეჭვოა მისი თამაშიც.
"ისტორიულად ეს ის გუნდია, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. ახლანდელი ბრაზილია ბრწყინვალე ნაზავია ძველი ლაღი ფეხბურთის და ახალი პრაგმატულის. ახლა კიდევ უფრო რთულია მათთან წარმატების მიღწევა. ჩვენ მაინც ყველაფერს, შეუძლებელსაც კი, გავაკეთებთ, რათა დავამტკიცოთ, რომ ჯერ არ გვითქვამს ბოლო სიტყვა ამ მუნდიალზე. ჩვენი წარმატება მთელი ქვეყნის ბედნიერებაა, კარგად ვათვითცნობიერებთ ამას", - განაცხადა 54 წლის მარსელო ბიელსამ.
"ახლა უკვე გადამწყვეტი ხანაა, 90 წუთის განმავლობაში შეცდომა არ უნდა დავუშვათ, თორემ ეს ძვირად დაგვიჯდება. ჩილე ძალიან კარგი და მზარდი გუნდია, მეტოქეს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ძალიან დიდი ჯაფა მოგვიწევს მეტოქის დასამარცხებლად", - ამბობს დუნგა.
ნიკოლოზ ნეფარიძე
ბოლო სიტყვა ჯერ არ უთქვამთ
ფოტო: BIELშA
მინაწერი: მარსელო ბიელსა მორიგ სასწაულს გეგმავს
28 ივნისი. იოჰანესბურგი. ელის პარკი. 22:30
ბრაზილია-ჩილე
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბაშტოში - ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო - ელანო, კაკა, რობინიო - ლუიშ ფაბიანო.
ჩილე (3-3-1-3): ბრავო - ხარა, ფუენტესი, კონტრერასი - ვიდალი, კარმონა, ისლა - ფერნანდესი - სანჩესი, სუასო, ბოსეჟური.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
იოჰანესბურგის "ელის პარკზე" კარგად ნაცნობი გუნდების სამხრეთამერიკული დერბი გველის - ბრაზილია და ჩილე ერთმანეთს 66-ედ (!) დაუპირისპირდებიან. არ ვიცით, რა ვუწოდოთ "სელესაოს" უპირატესობას მეტოქეზე - ალბათ, აბსოლუტური: 46 გამარჯვება, 12 ფრე და მხოლოდ 7 მარცხი, ბურთების ფარდობა 152:55-ზე. აი, სწორედ ამხელა უპირატესობის განმტკიცება მოუწევს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს დღეს.