სლოვაკეთთან მერვედფინალურ მატჩში შეცვლის გამო რობინ ვან პერსიმ ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელით ბერტ ვან მარვიიკით უკმაყოფილება საჯაროდ და ულამაზოდ გამოხატა და მას იქვე უთხრა, უკეთესი იქნებოდა, მოედნიდაც ჩემს ნაცვლად, ვესლი სნეიდერი გამოგეყვანაო.
წყენის მიუხედავად, ვან მარვიიკმა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად იზრუნა და პრესას უთხრა, რომ მის გუნდში სრულიად ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს. "არასოდეს დავუშვებ, რომ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მომზადებაში ჩემს გუნდს ხელი რამემ შეუშალოს. ცალკე ვესაუბრე ვან პერსის, მერე სნეიდერსაც ველაპარაკე, ბოლოს კი გუნდის კრება მოვიწვიე, სადაც მომხდარზე ჩემი აზრი ვთქვი და თემა დახურულად
გამოვაცხადე. ვან პერსის განცდები კარგად მესმის, 90 წუთის თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა, მაგრამ კონფლიქტები არაფერში მჭირდება", - განაცხადა ნარინჯისფერთა თავკაცმა.
ლევან ჯანეზაშვილი