გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი არნე ფრიდრიხი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად ასპარეზობს, "ვოლფსბურგს" მიუახლოვდა. "ბილდის" ინფორმაციით, "ვოლფსბურგის" გენერალური მენეჯერი დიტერ ჰიონესი ფრიდრიხის კლუბ ბერლინის "ჰერტას" ბოს ინგო შილერს შეხვდა და მასთან ტრანსფერის თაობაზე უკვე კონკრეტული მოლაპარაკება გამართა. როგორც იცით, "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, ხოლო ფრიდრიხი კი ქვედა ლიგაში თამაშს არ აპირებს.
როგორც ირკვევა, "ვოლფსბურგი" მზადაა, ბერლინულ კლუბს 1.1 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჰიონესმა "ვოლფსბურგის" ოფიციალურ ვებ-გვერდს დაუდასტურა, რომ "ჰერტასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. 32 წლის ფრიდრიხს ბერლინელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, მაგრამ "ჰერტაში"
გამჩერებელი აღარაა და ბერლინელები მასში დიდ თანხას ვერც მოითხოვენ.
გოტფრიდ ლენცი