ურუგვაი გოდინს კარგავს

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ დიეგო გოდინმა სრულფასოვნად ვარჯიში ვერ შეძლო. როგორც გაირკვა, ურუგვაის ნაკრების ცენტრალური მცველი, რომელიც მერვედფინალურ შეხვედრაში დაშავდა, მეოთხედფინალისთვის მომჯობინებას ვერ ასწრებს. ურუგვაელთა თავკაცის, ოსკარ ტაბარესის თქმით, გოდინის ადგილს ძირითად შემადგენლობაში მაურისიო ვიქტორინო დაიკავებს.
"გოდინი ასი პროცენტით მზად არაა და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის თამაში არ შეიძლება. ვიმედოვნებ, ნახევარფინალში გავალთ და დიეგო გუნდს იქ გააძლიერებს", - ამბობს ტაბარესი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული