ლევან კობიაშვილმა "ლევერკუზენთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩი ბერლინის" ჰერტას" კაპიტან ლევან კობიაშვილისთვის უიღბლო გამოდგა. კობიაშვილი "ლევერკუზენთან" მატჩის 65 წუთზე მოედნიდან გააძევეს და მისი დარღვევისთვის პენალტიც დაინიშნა. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტური დარჩა, ლევანი ერთს გამოტოვებს და შანსს ინარჩუნებს უცხოელთა მიერ გერმანიის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდი დაამყაროს. ბრაზილიელ ზე რობერტოს 336 მატჩი აქვს აქტივში და ქართველი ნახევარმცველი მას მხოლოდ ერთი მატჩით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბერდა ლევანი , უკვე ვერ ასწრებს და წითლებს ხშირად ღებულობს .
მოუმატე ლევან.....
joni
16:43 15-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული