ელბერმა დუნგა დაიცვა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელის ჯოვანე ელბერის თქმით, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე მისი მშობლიური ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა თავის მოვალეობებს საუცხოოდ ასრულებდა.

"ბრაზილიაში ნაკრების სამუნდიალო წარუმატებლობა ეროვნულ ტრაგედიად მიიღეს. ჩვენი გუნდი ყველა მატჩში დომინირებდა და ჰოლანდიის ნაკრებთან შეხვედრის პირველი ნახევარიც ბრაზილიელთა კარნახით წარიმართა. თუმცა მეორე ნახევარში მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და დამსახურებულადაც მოიგო. დუნგა კი ჩემი მეგობარია და მიმაჩნია, რომ მან თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. ის ძლიერი მწვრთნელია, თუმცა ფეხბურთში ხან იგებ, ხან მარცხდები, - თქვა "ბაიერნის" ყოფილმა ბომბარდირმა, -
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ტელეკომენტატორად ვმუშაობდი და ამ ჯერზე არ ვარ გულგატეხილი, როგორც ეს 1998-ში იყო. მაშინ მუნდიალში მონაწილეობა მოქმედი ფეხბურთელის ამპლუაში მსურდა და არა ყბედი კომენტატორისა. თუმცა, სამართლიანი ვიქნები და ვაღიარებ, რომ იმხანად მეტისმეტად სერიოზული კონკურენტები მყავდა – რონალდუ, რივალდუ, ბებეტუ..."
მკითხველის კომენტარები / 2 /
@arcvin, ცნობისთვის, ყველა პორტუგალიურ ენოვანი გვარი, რომელიც ო-თი ბოლოვდება და ზედ მახვილი არ ახლავს, იკითხება, როგორც - უ !
giorgi
11:32 22-09-2010
0
რონალდო, რივალდო, ბებეტო..."


arcvin
09:56 22-09-2010
0

სიახლეები პოპულარული