"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ამას მივაღწიე. "ინტერისთვის" ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი. ეს ჩემი სახლია", - ამბობს ძანეტი.
39 წლის ძანეტი "ნერაძურის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურ თამაშს აგრძელებს, ამიტომ 800 მატჩი მისთვის ზღვარი არ არის.
"მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ თავს გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად ვგრძნობდე", - ამბობს ფეხბურთელი.
ხავიერ ძანეტი "ინტერში" შორეულ 1995 წელს გადავიდა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით