გახსოვთ „პაული“? რვაფეხა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ყველა მატჩი და მუნდიალის ფინალი სწორად იწინასწარმეტყველა, გუშინ თავის აკვარიუმში მკვდარი იპოვეს. იმ ბარის მარკეტინგის მენეჯერი, სადაც „პაული“ ბინადრობდა, ტანია მუნციგი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რვაფეხამ საკვების მიღებას უკლო და რაკი ასაკიც „ხელს უწყობდა“, ვარაუდობდნენ, რომ ამ დღეებში მოკვდებოდა.
„ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან „პაული“ ძალიან გვიყვარდა. მან ჩვენს ბარს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი,“ - უთხრა მუნციგმა „ბილდს“.
„პაულს“ ბარის ეზოში დაკრძალავენ, ხვალიდან კი, ბარ „სილაიფში“ ახალი რვაფეხა დაიწყებს ცხოვრებას, რომელსაც „პაულ ჯუნიორი“
ერქმევა. „ვნახოთ, აღმოაჩნდება თუ არა მასაც ის ნიჭი, რაც უფროს „პაულს“ ჰქონდა,“ - ამბობს ტანია მუნციგი.