როგორც იცით, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიეგო მარადონას დარჩენა მოითხოვა. იგივე პოზიციაზეა ქვეყნის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი. გულშემატკივართა აზრის გასაგებად კი არგენტინულმა პრესამ ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია, რომ ნაკრების თავკაცის შეცვლა არც ქომაგთა უმრავლესობას სურს.
მარადონას დარჩენას გულშემატკივართა 63,5 პროცენტი ემხრობა, მის გადადგომას კი 32 პროცენტი მოითხოვს.
ნაკრების ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად კი კარლოს ტევესი რჩება, რომელიც ქომაგთა 40 პროცენტის სიმპათიებს იმსახურებს. ლიონელ მესიმ ამ გამოკითხვაში მხოლოდ 15,4 პროცენტი მიიღო.