სნეიდერი, რომელიც
"ინტერში თავს საუცხოოდ ვგრძნობ და ამიტომაც არ მინდა იმ კაცად გამოვჩნდე, რომელიც თავის გუნდს ყველაფრის მოგების შემდეგ მიატოვებს, რადგან ჟოზე მოურინიო წავიდა და შეშინდა. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ახალ სეზონსი ახალმ მწვრთნელთან, რაფა ბენიტესთან ერთად კვლავ წარმატებებს მივაღწიო. რომ გითხრათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერემა გამაკვირვაო, მართალი არ ვიქნები, რადგან კარგად ვთამაშობ და, ბუნებრივია, ინტერესო იქნებოდა, მაგრამ მირჩევნია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მაინც "ინტერს" ველაპარაკო".
თუმცა არც სნეიდერისთვის და არც სხვა ჰოლანდიელებისთვის საკლუბო საქმეები ახლა უმთავრესი არ არის - ხვალ ხომ მუნდიალის ფინალია: ნიდერლანდელთა გუნდი ესპანეთს ხვდება. როგორც სამხრეთ აფრიკაში მივლინებული ჟურნალისტები ამბობენ, ჰოლანდიის ნაკრების ბაზაზე სიმშვიდე და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა იგრძნობა. "ლივერპულის" გარემარბმა დირკ კუიტმა თქვა:
"შიშის ნატამალიც კი არ გვაქვს. შიშის ნახვა თუ გინდოდათ, ნახევარფინალისტვის უნდა გეყურებინათ. იქ ნახავდით როგორ ეშინოდათ გერმანელებს ესპანელების. შეტევაც კი არ სცადეს. ჩვენ შეტევას ვაპირებთ და ნახავთ, ესპანეთის რამდენი სუსტი მხარე გამოჩნდება. ჩვენს გუნდში შეშინებული ფეხბურთელები არ თამაშობენ. ჩვენთან არ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ვინმეს წინაშე თავს პატარა გუნდად მიიჩნევენ. მეტოქეს პატივს ვცემთ, კი ბატონო, მაგრამ შიში..."