რუსეთი-2018 და ყატარი-2022 [+VIDEO]

AutoSharing Option

2018 წლის მუნდიალს რუსეთი [VIDEO], ხოლო 2022 წლისას ყატარი [VIDEO] უმასპინძლებს. ახლა კი მივყვეთ ქრონოლოგიურად...

30 ნოემბერი
პუტინმა უარი თქვა ციურიხში ჩასვლაზე (ბევრმა ეს სულ სხვანაირად გაიგო).
პლატინი ამშვიდებს ინგლისელებს - პროგრამა "პანორამა" თქვენს პოზიციას არ დაასუსტებსო (აბა, ბიჭო!).
კოლოსკოვი ამბობს, რომ რუსები საბოლოოდ 2 ხმით მოიგებენ.
კოლოსკოვი იმასაც ამბობს, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ ყატარელებთან პირი შეკრეს.
ექსპერტები ფავორიტად ინგლისს მიიჩნევენ ("ექსპერტები").
ამინოვი (რუსეთში ფეხბურთის განვითარების ფონდის შეფი): ჩვენი მთავარი პლუსი, მთავრობის გარანტიებია.

1 დეკემბერი
კუშჩენკო (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი):

ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ, ჩვენ გვეყოლება ნაცია, რომელიც იფიქრებს სპორტზე და არა ომზე.
ლავროვი: ჩვენ ყველა შანსი გვაქვს მოგების, ჩვენ ძლიერი არგუმენტები გვაქვს (ამას თუ არგუმენტი ერქვა, აქამდე არ გვეგონა).
მიგელ ლოპესი (პორტუგალია-ესპანეთის განაცხადის ერთ-ერთი ხელმძღვანელი): პრეტენდენტთა შორის ფავორიტი არაა (რა კარგად მომზადებულან ბრძოლისთვის!).
რონალდო ვერ დაუჭერს მხარს ესპანეთისა და პორტუგალიის განაცხადს... ტრავმის გამო ციურიხში ვერ ჩავა (აბა ეს ყოფილა!).
პუტინი: ციურიხში იმიტომ არ მივდივარ, რომ ფიფას აღმასკომის წევრებს პატივს ვცემ (ანუ ბრიტანეთის და ესპანეთის პრემიერები ქაჯები არიანო).
ადვოკაატი: რუსეთს უფრო სჭირდება მუნდიალი, ვიდრე ბელგიას (კიდევ ერთი ნომინანტი ნომინაციაზე, სამშობლო თუ "გაზპრომი").
აბრამოვიჩი: ციურიხში მივიჩქარი.
კოლოსკოვი: პუტინის არ ჩასვლით 1 ან 2 ხმას დავკარგავთ (ადრე თქვა 2 ხმით ვიგებთო).
გერშკოვიჩი: უბრალოდ არაფერი ხდება, პუტინი თუ არ ჩადის, ესე იგი ყველაფერი გათვლილი გვაქვს (ყოჩაღ ბიჭო - მწვრთნელზე უკეთესი პოლიტოლოგი ყოფილა).

2 დეკემბერი
არშავინი: თვითმფრინავში ქემერონს ველაპარაკე (ოჰო!).
დელ ბოსკე: მუნდიალს, თუ გსურთ, ხვალვე დავიწყებთ (მერე რა, რომ რუსებს იგივეს თქმა არ შეუძლიათ).
დანი: კარგი იქნებოდა, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები რუსეთში გვენახა (ბიჭო, პორტუგალიელი არ ხარ შენ?).
მაკლიში: ბირმინგემული არეულობები ინგლისის კანდიდატურის სიძლიერეზე არ იმოქმედებენ (აბა, სულ არ ჰქონდა კავშირი!).
ბუკმეკერთა ფავორიტი კენჭისყრამდე 6 საათით ადრე ინგლისი გახდა.
პუტინი უამინდობის გამო კალინინგრადში "ვერ" გაფრინდა, ხოლო ეკიპაჟი გააფრთხილეს - ციურიხში მივფრინავთო (ალბათ, რომანმა თავისი საქმე გააკეთა!).
კეჰილი: ავსტრალიელებს დიდი ტურნირების გამართვის გამოცდილება გვაქვს, ოლიმპიადა, რაგბი... (ნეტა, თქვენ რაღა გრჯიდათ).
რუსეთმა მოიგო პრეზენტაციების კონკურსი (დრამატურგიასა და შესრულებაში).
მუტკო: ინგლისურს ვისწავლი (სტუმრები ხომ უნდა მიიღოს).
ისინბაევა: მოგვეცით საშუალება, ოცნება ავისრულოთ (მისცეს).
ასტროლოგები გამარჯვებას რუსებს უწინასწარმეტყველებენ (მიყვარს ზუსტი მეცნიერებები).
აღმასკომი კენჭისყრას იწყებს...
ჯერ ბლატერი არ გამოსულა კონვერტით ხელში და "ფაინეშნლ თაიმსი" უკვე წერს - ინგლისი პირველივე ტურში გამოვარდა, რუსეთმა მოიგო!
ბლატერმა ბევრი ილაპარაკა, რომ მარცხსაც უნდა შეეგუოთო, შემდეგ მიაწოდეს კონვერტი - რუსეთი!
შუვალოვი (პუტინის მოადგილე) არ ინანებთ, რომ გვენდეთ (უკვე "არ ნანობენ").
პუტინი (მიფრინავს შვეიცარიაში): ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება, მე ყოველთვის მჯეროდა ამის (ალბათ, კალინინგრადის რეისის გაუქმების შემდეგ).
მედვედევი, ახლა ყველაფერი ჩვენზეა, როგორ ვუმასპინძლებთ ამ დიდ ფესტივალს.
ბლატერი აცხადებს რომ 2022 წელს ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა ყატარი იქნება.
კოლოსკოვი: ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო ესპანეთი და პორტუგალია (ინგლისი კი შირმა).
ფურსენკო: ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს (ვაი, რომ ასეა).
დასაევი: ფიფას გადაწყვეტილების შესახებ დელეგაციაში წინასწარ არაფერი ვიცოდით (ეს შენ არ იცოდი, რენატ!).

აი, ასე მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში, ანუ ოლიმპიადის შემდეგ ყველაზე დიდ მოვლენას სპორტში, ბრაზილიის შემდეგ რუსეთი უმასპინძლებს (როგორი კონტრასტია!). ფიფამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სპორტს პოლიტიკაზე მეტად სულ სხვა რამ აახლოვებს (მიმხვედრი აქამდეც მიხვდებოდა). გვესმის, რომ, შესაძლოა, ქართველის შეფასება არ იყოს ობიექტური (სავსებით ობიექტური მიზეზების გამო), მაგრამ... იგივეს გავიმეორებთ 2022 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის არჩევაზეც, რომელიც იმ ქვეყანას ანდეს, სადაც ფეხბურთის თამაში ჯანმრთელობისთვის საშიშია - ფიფამ ხომ ყატარი აირჩია.

პირველ კენჭისყრას დავუბრუნდეთ, რომელშიც "ფავორიტი" ინგლისი პრემიერიან-პრინციან-ვარსკვლავიანად გავარდა. ბრიტანელებმა მხოლოდ 2 ხმა მიიღეს და დარჩა სამი კანდიდატურა: ესპანეთი/პორტუგალია, ჰოლანდია/ბელგია და რუსეთი. II ტური გადამწყვეტი აღმოჩნდა, რუსეთმა 22-დან 13 ხმა მიიღო (12 ხმა ყოფნიდა გამარჯვებას), ესპანელებმა (და პორტუგალიელებმა) 7 ხმა მიიღეს, ჰოლანდიელებმა (და ბელგიელებმა) - 2. რუსეთი 8 წლის შემდეგ მუნდიალს უმასპინძლებს.

დევიდ ბექჰემი: "დიდი ბოდიში, რომ ვერ შევძელით მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება. არადა არსად ისე არ გულშემატკივრობენ ფეხბურთს, როგორც ჩემს ქვეყანაში".

2022 წლის მუნდიალის მასპინძლობა ყატარს მე-4 ტურში ერგო. პირველ ტურში გავარდა ავსტრალია (1 ხმა), მეორეში - იაპონია (2), მესამეში - სამხრეთი კორეა (5). გადამწყვეტ ტურში აზიელებმა 14 ხმა მოაგროვეს, ხოლო ამერიკელებმა - 8.

ისტორიაში პირველი მუნდიალი რუსეთში 2018 წლის 8 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება, მასში 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთის 12 ქალაქის 16 სტადიონი უმასპინძლებს. რუსეთის ნაკრები, რა თქმა უნდა, ტურნირში დაშვებულია, როგორც მასპინძელი გუნდი. მუნდიალს უმასპინძლებენ: მოსკოვი, სანკტ პეტერბურგი, კალინინგრადი, ყაზანი, ნიჟნი ნოვგოროდი, იაროსლავლი, სამარა, ვოლგოგრადი, კრასნოდარი, როსტოვი, სოჭი და ეკატერინბურგი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
magi Tkvi ra, gazzsa dა ნავტობზე ცვლიან ეს არაკაცები კველაფერს
ako1980
19:08 03-12-2010
0
ეს "ფიფა" მთლად ბორდელად იქცა!! ყველა ბოზი და მეძავი მანდაა უკვე მგონი!! ეს ბლატერი კიდე ბებერი "მამაშაა"!!! შეუძვერით, დაუწექით, ჩაიდეთ რუსეთისაგან თქვენი !.......
madridista
12:37 03-12-2010
0

სიახლეები პოპულარული