35 წლის ნევილი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს ვეღარ შეძლებს, სხვა გუნდში გადასვლა კი არ სურს. ინგლისის პრემიერლიგის 2010/11 წლის სეზონში მცველმა "მანჩესტერის" შემადგენლობაში მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა.
მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას "წითელი ეშმაკების" მეკარე ედვინ ვან დერ საარიც დაასრულებს. ამას გარდა, კონტრაქტი ეწურებათ ნახევარმცველებს რაიან გიგზს და პოლ
ნევილს "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში დებიუტი 1992 წელს ჰქონდა და კლუბის მაისურით 602 მატჩი ჩაატარა. ის გუნდთან ერთად რვაჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. ინგლისის ნაკრების მაისურით ნევილმა 85-ჯერ ითამაშა.
.