ერიკ კანტონა: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი ესპანეთს არ მოუგია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, სამხრეთ აფრიკაში გამარჯვება ესპანეთის ნაკრებს არ მოუპოვებია.

"მსოფლიოს ჩემპიონი კატალონია გახდა. მუნდიალზე გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გამოვიდა, რომლის შემადგენლობაში "ბარსელონას" 10 ფეხბურთელი გამოდიოდა. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონები კატალონია და "ბარსელონა" გახდნენ", - აქვეყნებს კანტონას ნათქვამს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, გადამწყვეტ მატჩში ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს მოუგო (1:0), გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ესპანეთის ისტორიის მხოლოდ მე-19 და მე-20 საუკუნეების ცოდნა არაფერს მოგცემს/ისე, ცოტას მაინც თუ წაიკითხავ, არ გაწყენს და კუჭს არ აგიშლის... :)))/. ესპანეთს ძალიან დიდი ისტორია აქვს! გვარდიოლას კონკისტადორებში ნუ აურევ და არც მესი, ნეიმარი და "კ"-აა აბორიგენი მოსახლეობის შთამომავალი...
სიმართლე-ს
15 აპრილი 2015 12:43
0
მაგ "სიმართლით" იარეო, რომ გითხრას ვინმემ, ხომ იმსახურებ?! ცოტა მაინც წაიკითხე და ესპანეთის დაშლაზე ფიქრს თავი დაანებე, ნუ იქნები(თ) კატალონიელებზე მეტი კატალონიელი! :)))
"სიმართლე"-ს
15 აპრილი 2015 12:37
0
ეს არის ფაქტი,რომელსაც რეალის გულშემატრკივრები არადსროს აღიარებენ.ხოლო ბავარიის და კატალონიის შედარება ცოტა სასაცილოა.ამის დამწერი უბრალოდ არ იცნობს 19–20 საუკუნის ესპანეთის ისტორიას.
სიმართლე
15 აპრილი 2015 10:30
0
რა თქმა უნდა მოროშა კანტონამ.ალბად ნასვამი იყო.საფრანგეთში ნამდვილ ფრანგს რომ წააწყდე,ავტოგრაფი უნდა სთხოვო.ეგ ვიზე საუბრობს?
გერმანიის ნაკრებშიც სულ ბაიერნის ფეხბურთელები არიან.და რა გამოდის?ბავარიამ მოიგო მსოფლიო და გერმანიამ არა?
Zaza
15 აპრილი 2015 01:35
0
ზიდანის დროს:ანრი, ლიზარაზუ,დესაი,ჯორკაეფი,ტურანი(შემდეგ თაობაშიც ითამაშა),ვილტორი, პედროსი... და ზ ი დ ა ნ ი ! ბოლო "მსოფლიოზე":ევრა, ბაკარი სანია, მამადუ საკო, მანგალა, ტრემულინარი, სისოკო,პოგბა,მივუბა,კონდოგბია, ბენზემა... ძველი გალების სულ "დარჩეული" შთამომავლები არიან! საკმარისია? :)))
კუკარეკუ-კკკკ...)))
14 აპრილი 2015 23:16
0
და ეგენი ყვრლა ერთ დროს იყვნენ ნაკრებში? ან ერთად იყვნენ რომელიმე გუნდში? ან საერთოდ შენი ნათქვამი კანყონას ნათქვამთან ძალიანშორს არის.
რა ტქმა უნდა 95% ბარსელინამ მოიჰო და გუარდიოლას სქემამ :))) ფაქტია ეს
კკკკ
14 აპრილი 2015 19:49
0
ვეთანხმები 100%-ით
გენო
14 აპრილი 2015 19:22
0
ამ პრინციპით, საფრანგეთის ნაკრებ(ებ)ი ჩრდილოეთ აფრიკის (არაბულ-შავკანიანური) გამოდის!.. პ.ს.ეს, თავის დროზე უდავოდ კარგი ფეხბურთელი, უფრო მსახიობი გამხდარა, ვიდრე სპორტსმენი და... მალე პოლიტიკითაც დაინტერესდება. პ.პ.ს.ზიდანი, ტრეზეგე, ტულალანი, დიარა, ტიგანა,სანია, აბიდალი, ანრი,ანელკა... "დაჟე" ჯორკაეფიც არ იყო ფრანგი!:)
რას "ჩიჩქნიან", ან რა უნდათ?!
14 აპრილი 2015 18:25
0

სიახლეები პოპულარული