ერიკ კანტონა: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი ესპანეთს არ მოუგია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, სამხრეთ აფრიკაში გამარჯვება ესპანეთის ნაკრებს არ მოუპოვებია.

"მსოფლიოს ჩემპიონი კატალონია გახდა. მუნდიალზე გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გამოვიდა, რომლის შემადგენლობაში "ბარსელონას" 10 ფეხბურთელი გამოდიოდა. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონები კატალონია და "ბარსელონა" გახდნენ", - აქვეყნებს კანტონას ნათქვამს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, გადამწყვეტ მატჩში ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს მოუგო (1:0), გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ესპანეთის ისტორიის მხოლოდ მე-19 და მე-20 საუკუნეების ცოდნა არაფერს მოგცემს/ისე, ცოტას მაინც თუ წაიკითხავ, არ გაწყენს და კუჭს არ აგიშლის... :)))/. ესპანეთს ძალიან დიდი ისტორია აქვს! გვარდიოლას კონკისტადორებში ნუ აურევ და არც მესი, ნეიმარი და "კ"-აა აბორიგენი მოსახლეობის შთამომავალი...
სიმართლე-ს
12:43 15-04-2015
0
მაგ "სიმართლით" იარეო, რომ გითხრას ვინმემ, ხომ იმსახურებ?! ცოტა მაინც წაიკითხე და ესპანეთის დაშლაზე ფიქრს თავი დაანებე, ნუ იქნები(თ) კატალონიელებზე მეტი კატალონიელი! :)))
"სიმართლე"-ს
12:37 15-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული