რუსებმა მუნდიალი 2018-ის ოფიციალურ თილისმად მგელი "ზაბივაკა" გამოაცხადეს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური თილისმის არჩევაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, გამარჯვებული კი მგელი გახდა - სახელად ზაბივაკა.

მუნდიალის მასპინძელ რუსეთში საერთო სახალხო გამოკითხვა 13 სექტემბერს დაიწყო და 21 ოქტომბერს დასრულდა. მგელმა ხმათა 52,8% მიიღო და აჯობა კონკურენტებს - ვეფხვსა და კატას. თილისმის ავტორი ტომის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკატერინა ბოჩაროვაა.

ფიფას ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა ზაბივაკას ბიოგრაფია:

"გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ამასთან, ის ყველაზე სწრაფი და ტექნიკურია. მგლის ნიჭიერებას ყოველთვის მოაქვს გამარჯვება მისი გუნდისთვის. ის თავდაჯერებული და კომუნიკაბელურია. 

ზაბივაკა მუდამ ოცნებობდა, გამხდარიყო ფეხბურთის ვარსკლავი. მისი საყვარელი საქმე ფეხბურთის თამაშია. ყოველთვის იცავს სამართლიანი თამაშის წესებს, პატივს სცემს თანაგუნდელებსა და მეტოქეს. მასთან ვერ მოიწყენთ, მან ყოველთვის იცის, როგორ გაახალისოს გარშემყოფები.

თამაშის დროს მგელი მოდურ სათვალეს იკეთებს, რათა მიზანი გაისწოროს. და კიდევ, მას უყვარს ფოტოკამერების წინ პოზირება!"

მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 2018 წელს, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კორეა-იაპონიაში რო იყო ჩაწყობილი თამაშები და მსაჯების სასწაული შეცდომები, მგონი ისევ ისეთი მსოფლიო თასი გველის.
giga zarkua
21:22 22-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული