მუნდიალის მასპინძელ რუსეთში საერთო სახალხო გამოკითხვა 13 სექტემბერს დაიწყო და 21 ოქტომბერს დასრულდა. მგელმა ხმათა 52,8% მიიღო და აჯობა კონკურენტებს - ვეფხვსა და კატას. თილისმის ავტორი ტომის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკატერინა ბოჩაროვაა.
ფიფას ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა ზაბივაკას ბიოგრაფია:
"გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ამასთან, ის ყველაზე სწრაფი და ტექნიკურია. მგლის ნიჭიერებას ყოველთვის მოაქვს გამარჯვება მისი გუნდისთვის. ის თავდაჯერებული და კომუნიკაბელურია.
თამაშის დროს მგელი მოდურ სათვალეს იკეთებს, რათა მიზანი გაისწოროს. და კიდევ, მას უყვარს ფოტოკამერების წინ პოზირება!"
მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 2018 წელს, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.