პატრის ევრამ შესაძლოა ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრა გამოტოვოს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მცველს, პატრის ევრას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელმა თავისი გუნდის 11 ოქტომბრის ვარჯიში ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა. უახლოეს ხანში პატრისი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის, რომლის შემდეგაც მისი გამოჯანმრთელების ვადა გახდება ცნობილი.

თუმცა გადაწყვეტილია, რომ იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში ევრა ვერ ითამაშებს. ეჭვქვეშაა მისი მონაწილეობა ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მატჩშიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული