ფრანგული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელმა თავისი გუნდის 11 ოქტომბრის ვარჯიში ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა. უახლოეს ხანში პატრისი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის, რომლის შემდეგაც მისი გამოჯანმრთელების ვადა გახდება ცნობილი.
თუმცა გადაწყვეტილია, რომ იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში ევრა ვერ ითამაშებს. ეჭვქვეშაა მისი მონაწილეობა ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მატჩშიც.