ლიონელ მესი: ურუგვაის ნაკრებს ყველაფერში ვაჯობეთ

AutoSharing Option
ვიდეო
არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ურუგვაისთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩით კმაყოფილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

"ვგრძნობ, რომ სწორი გზით მივდივართ. ძალიან მიხარია, რომ კვლავ გავიმარჯვეთ და ჩვენს გულშემატკვრებს სიხარული მოვუტანეთ.

ძლიერი გუნდის დამარცხება შევძელით, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონია. მიმაჩნია, რომ ურუგვაელებს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ.

მეტოქეს დაცვაში თამაში არ სურდა, მომენტს ეძებდა, ძალიან სწრაფად თამაშობდა. მაგრამ შეხვედრის მსვლელობას მუდმივად ვაკონტროლებდით", - განაცხადა მესიმ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული