ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა დანიასთან ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი, დანიასთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩს ალბათ, ჯვარედინი კუნთების ტრავმის გამო გამოტოვებს.

"სკუადრა აძურას თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ბუფონის ჯანმრთელობაზე გარისკვას არ აპირებს. მითუმეტეს "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის სერია A-ს უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.

ამ შემთხვევაში იტალიის ნაკრების კარს ან "ნაპოლის" მეკარე მორგან დე სანქტისი ან პსჟ-ს გოლკიპერი სალვატორე სირიგუ უდარაჯებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული