ოტმარ ჰიტცფელდმა მსაჯს შუა თითი აჩვენა

AutoSharing Option
ოტმარ ჰიტცფელდს ჯენტლმენს უწოდებენ, რადგან ყოველთვის სამაგალითო ქცევითა და ჩაცმულობით გამოირჩევა.

უფრო სწორად, გამოირჩეოდა, რადგან 63 წლის სპეციალისტმა 12 ოქტომბერს დაუჯერებელი რაღაც გააკეთა...

შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა "ნორვეგიასთან" მატჩის (1:1) დროს ესპანელ მსაჯ ფერნანდეს ბორბალანს შუა თითი უჩვენა! ასეთ ჰიტცფელდს არავინ იცნობს და შესაბამისი იყო მისი რეაქცია მატჩის შემდეგ:

"ძალიან ემოციური თამაში გამოვიდა და თავი ვერც მე შევიკავე. ამ საქციელის გამო ძალიან ვწუხვარ და საკუთარ თავზე ვბრაზობ. არბიტრს, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი."

თუმცა ჰიტცფელდი არ მალავს, რომ მსაჯით ძალიან უკმაყოფილოა:
"მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს 12-კაციან ნორვეგიას ვეთამაშებოდით!"


ფიფაში საქმის განხილვა დაიწყო. სადისციპლინო კომისია მსაჯის ახსნა-განმარტებას ელოდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული