ზლატან იბრაჰიმოვიჩი: გერმანიის ნაკრებთან სასწაული მოვახდინეთ

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბუნდესგუნდთან (4:4) მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ შვედებმა 4-ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა შეძლეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა (იხილეთ ვიდეო).

"არ შემიძლია ამის ახსნა. როცა ანგარიში 4:0 გახდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ წავაგებდით. თუმცა საფინალო სასტვენამდე დრო იყო დარჩენილი და ის გამოვიყენეთ.

პირველ ტაიმში მეტოქის გვეშინოდა და ამან შესაბამისი შედეგი გამოიღო, მაგრამ პირველი გატანილი გოლის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდა და სასწაული მოვახდინეთ.

შესაძლოა, კარგი მატჩი ვერ ჩავატარე, მაგრამ გუნდმა
ბრწყინვალედ ითამაშა", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ძმაო საღოოლ!!!...:)))))))))))))
nukri
17:09 17-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული