ფიფამ ტექნოლოგიებს ფეხბურთში მწვანე შუქი აუნთო

AutoSharing Option
ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო გოლის ამომცნობ ტექნოლოგიაზე - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და უკვე კონფედერაციათა თასიდან ფიფა კარის ხაზზე გოლის ამომცნობ ტექნოლოგიას დანერგავს.

კარის ხაზზე გოლი დაფიქსირდება სპეციალური ტექნოლოგიების წყალობით 2014 წლის მუნდიალზეც.

რადგან ამ ორ დიდ ტურნირზე GLT ("გოლ ლაინ ტექნოლოჯი") დაინერგა, ეს იმის საწინდარია, რომ მომავალში ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი.

სხვათა შორის, ორმა ფირმამ უკვე მიიღო ფიფას ლიცენზია და კიდევ რამდენიმე ლიცენზირების პროცესს გადის.

რამდენად შეეხება ეს სიახლე ევროპას, ჯერ გაურკვეველია, რადგან ცნობილია, რომ
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვის სასტიკი წინააღმდეგია.

ასევე იხილეთ:
ფიფას რევოლუციური გადაწყვეტილება: კარის აღებას ტექნიკა დაადგენს
მკითხველის კომენტარები / 1 /
პლატინი დიდი ფერბურთელი და ჟორდანიას კარგი მეგობარია, ვაფასებთ, მაგრამ ტექნოლოგიის წინსვლას ვერ შეაჩერებს!
giorgi
22:57 13-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული